ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის სტატისტიკა საქართველოში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ანალიზი 11 მაისი 2017

ავტორი: ნინო მერებაშვილი

 

ბოლო პერიოდში, საქართველოში, სოციალური ქსელებისა თუ მედიის საშუალებით, არაერთხელ გავრცელებულა ცხოველთა მიმართ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრები. ბუნებრივია, ეს იწვევს საზოგადოების დაინტერესებას, დაეკისრა თუ არა ამ დანაშაულში მხილებულ პირებს პასუხისმგებლობა.


ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები. კერძოდ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლები).


სწორედ ამ მუხლებით დაწყებული გამოძიებისა და გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართა IDFI-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უზენაეს სასმართლოს.


შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით ყველაზე მეტი საქმე 2015 და 2016 წლებში აღიძრა, 21 და 15 საქმე, ხოლო 2012 წელს - 13 საქმე. 2006-2011 წლებში კი ამ მუხლებით გამოძიების დაწყების მხოლოდ რამდენიმე ერთეული შემთხვევა ფიქსირდებოდა. მონაცემები მოიცავს, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებებს.

 

 

 

მოცემული მუხლებით საქართველოს მასშტაბით რაიონულ და საქალაქო სასამართლოთა მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით IDFI-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა. სასამართლოს განმარტებით, მას არ მოეპოვება ინფორმაცია ადმინისტრაციული სახდელების შესახებ, შესაბამისად, წარმოგიდგენთ ინფორმაციას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით სასამართლოთა მიერ განხილული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.


როგორც მიღებული მონაცემები ცხადყოფს, 2006-2016 წლების განმავლობაში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით სასამართლოთა მიერ განხილულ სისხლის სამართლის საქმეებს მხოლოდ ერთეული ხასიათი ჰქონდა. ამასთან ბრალდებულებს ჯარიმაზე მკაცრი სასჯელი მხოლოდ იმ შემთხვევებში დაეკისრათ, როდესაც ერთი და იმაზე პირის მიმართ ცხოველისადმი სასტიკი მოწყობის საკითხთან ერთად იხილებოდა მკვლელობის, ქურდობისა და იძულების ბრალდებები. აღნიშნულ შემთხვევებს 2009, 2013 და 2014 წლებში ქონდა ადგილი.

 

 

გლობალური მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველთა დაცვის სტანდარტებს აფასებს  ცხოველთა დაცვის საერთაშორისო რეიტინგი. რეიტინგის თანახმად  მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე  ქვეყანას გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს. რეიტინგი ეფუძნება ისეთ ინდიკატორებს, როგორიც არის კანონმდებლობა და მისი ეფექტურობა, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, ცხოველთა დაცვის ვალდებულების აღიარება საერთაშორისო დონეზე და სხვა. 

 

 

 

 

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის განმავლობაში ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციის სახელმწიფო სამსახურის მიერ ყოველწლიურად განიხილება ca. 150 ათასი განცხადება, საიდანაც ca. 1500 საქმეს იძიებს პროკურატურა და განსახილველად გადასცემს სასამართლოს. ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის სასამართლოთა მიერ განხილული საქმეების 92% ბრალდების მხარის წარმატებით სრულდება.

 

 

 

 

სამწუხაროდ, ცხოველთა დაცვის გლობალური რეიტინგით არ არის შეფასებული საქართველოში არსებული მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოდან მიღებული მონაცემების თანახმად საქართველოში ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის ძალზედ მცირე რაოდენობით შემთხვევები ფიქსირდება, ვფიქრობთ, ეს ვერ იქნება ქვეყანაში ცხოველთა დაცვის მხრივ არსებული რეალური სურათის ამსახველი.


პროკურატურის მიერ გამოძიებული შემთხვევების რაოდენობა დიდ წილად არის დამოკიდებული მოსახლეობის მიერ ცხოველთა დაცვის საჭიროების სრულ გააზრებასა და პროკურატურისადმი განცხადებებით მიმართვის რაოდენობაზე. შესაბამისად, განცხადებათა მცირე რაოდენობა შესაძლებელია მიუთითებდეს ამ საკითხისადმი მოსახლეობის გულგრილობაზე და არა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტების მცირე რაოდენობაზე.


დაუშვებელია, როდესაც სახელმწიფო უწყებები არ გასცემენ ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ სრულ ინფორმაციას იმ არგუმენტით, რომ ისინი არ აწარმოებენ ამგვარ სტატისტიკურ მონაცემებს. პრობლემურია ისიც, რომ ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაში ბრალდებულ პირებს ჯარიმაზე უფრო მკაცრი სასჯელი მხოლოდ დანაშაულის ერთობლიობის შემთხვევაში ეკისრებათ.


საქართველოში ცხოველთა დაცვის უზრუნველსაყოფად უპირველესყოვლისა აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ცხოველთა დაცვის შესახებ. მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მიერ (შსს, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს უზენაესი სასამართლო) პროაქტიულად ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება ცხოველთა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.


აუცილებელია, საქართველომ საერთაშორისო დონეზე დააფიქსიროს საკუთარი მზადყოფნა, დაიცვას ცხოველები და შეუერთდეს შინაურ ცხოველთა დაცვის ევრო კონვეციას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024