ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შედეგები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 6 ივნისი 2019

2018 წლის აუდიტის შესაბამისობის ანგარიშმა ატმოსფერული ჰაერის შესახებ გამოავლინა სხვადასხვა ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურებაზე. მათ შორის ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის ძველი და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების რაოდენობის ზრდა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით გამონაბოლქვი აირების ოდენობა და მავნეობა დიდწილად დამოკიდებულია ავტომობილის ძრავისა და სხვა ტექნიკური პარამეტრების გაუმართაობაზე. ათი და მეტი წლოვანების ავტომობილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია.

 

2019 წელს გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.

 

საქართველოში 2018 წლის იანვრიდან ეტაპობრივად სავალდებულო გახდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინიკური ინსპექტირება, რამაც გარკვეუწილად უნდა გააუმჯობესოს არსებული მდგომარეობა.

 

პროცესის მიმდინარეობის შეფასებისთვის IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ტექნიკური ინსპექტირების შესახებ [მათ შორის, ხარვეზების დადგენის საფუძვლებთან დაკავშირებით, თითოეული დახარვეზების შემთხვევაში] 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით.

 

სამწუხაროდ, მოწოდებულ ინფორმაციაში მსგავსი საფუძვლები არ იყო მითითებული. სატელეფონო კომუნიკაციის გზით გადავამოწმეთ ინფორმაციის არ მოწოდების მიზეზები და მივიღეთ პასუხი, რომ მსგავსი სახის ინფორმაცია არ აღირიცხება. შესაბამისად, არ გვაქვს საშუალება დავადგინოთ რა პრობლემის გამო ვერ გადიან ავტომობილები ტექნიკურ ინსპექტირებას. ვერ ხდება იდენტიფიცირება, რა ხარვეზები აღმოფხვრეს ავტომობილების მფლობელებმა განმეორებითი ინსპექტირების გავლისას, ხელმეორედ დახარვეზების შემთხვევაში კი, რამდენად წარმოადგენენ ისინი გარემოსათვის საფრთხეს.


საინტერესოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინსპექტირების მონაცემებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყოფასაც ვერ ახდენს. IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროდან განცალკევებით მოითხოვა ინფორმაცია მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების შედეგების შესახებ, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ ასეთი მონაცემების გამოყოფა ვერ ხერხდება. თუმცა, საქართველოს აუდიტის სამსახურისა და გარემოს დაცვის კომიტეტის ანგარიშებში, რომლებიც 2018 წლამდე არსებულ ვითარებას ეხება ვკითხულობთ, რომ “მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას”.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გაუმართავ ავტობუსებზე ყალბი დადებითი დასკვნების გაცემის ბრალდებით ტექ.ინსპექტირების სამი ცენტრის წარმომადგენელი დააკავეს. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების აღრიცხვის უგულებელყოფა განსაკუთრებით პრობლემურია. დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ეტაპობრივად ნაცვლდება ახლით, თუმცა იმ მონაცემების არ არსებობა თუ რა რაოდენობის მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ გადის ტექნიკურ ინსპექტირებას, შეუძლებელს ხდის ანალიზს, ამ ეტაპზე ჰაერის დაბინძურების შემცირების კუთხით რამდენად შედეგიანია განხორციელებული ცვლილებები.

 

იმის ფონზე, როდესაც სახელმწიფო ვერ აღრიცხავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხარვეზების მიზეზებსა და საფუძვლებს, რთულია არსებული ავტოპარკის პრობლემების განსაზღვრა, მათ შორის იმის დადგენა თუ რა ზიანს აყენებდა გარემოს დახარვეზებული ავტოპარკი და როგორ იქნა აღმოფხვრილი მეორე ეტაპზე ეს პრობლემები. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მოკვლევის ანგარიშის მიხედვით „ინსპექტირებისას ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამონაბოლქვში იზომება მხოლოდ ნახშირჟანგის (CO) შემცველობა, ხოლო დიზელისძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის - კვამლიანობა. არადა, გამზომი დანადგარი მეტი მახასიათებლის გაზომვის საშუალებას იძლევა. თანაც, დადგენილი ლიმიტები ლმობიერია სასურველ სტანდარტთან შედარებით. გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ეფექტიანი შემცირებისათვის, მნიშვნელოვანია, გამონაბოლქვში ერთზე მეტი მავნე ნივთიერების ნორმის განსაზღვრა და ინსპექტირება, სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიის, მწარმოებლის ნორმების და გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით.“ 

 

დამუშავებული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მფლობელების დიდი ნაწილისთვის პირველადი ინსპექტირება საკუთარი ავტომობილის პრობლემების იდენტიფიცირების საშუალება იყო და მათმა უმეტესობამ განმეორებითი ეტაპისთვის ხარვეზები აღმოფხვრა.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისათვის ინსპექტირების ვალდებულება არ წარმოშობია ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა მფლობელს, რაც სრული სურათის დანახვაში ხელს გვიშლის. სავარაუდოდ, 2020 წლისათვის მონაცემების შეფასება შესაძლებელი იქნება, რადგან სრული მასშტაბით მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ავტომობილს.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური ინსპექტირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ვერ გადიან ინსპექტირებას, წარმოადგენენ თუ არა გარემოსათვის საფრთხეს. ხარვეზის დადგენის საფუძვლის არ აღრიცხვა პრინციპულად ეწინააღმდეგება ტექნიკური ინპექტირების მიზანს გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების კუთხით, რადგან ვერ ხდება იდენტიფიცირება თუ რა პრობლემის გამო ვერ გადიან ავტომობილები ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც პირველი, ასევე განმეორებითი ინსპექტირების შემთხვევაში. შესაბამისად, ვერ მოხდება შეფასება, რამდენად აისახება ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება ჰარის დაბინძურებაზე და გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი გამუჯობესებას გარემოს დაცვის მიმართულებით.

 

ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას. 

 

 

  

 

/public/upload/IDFI_2019/visegrad/inspection_analyses_georgia.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024