ღია სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენების პერსპექტივები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 26 ივნისი 2019

ღია სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვდომობა და საზოგადოების მიერ მათი გამოყენების პერსპექტივები - ამ თემაზე დღეს ბიზნესის, სტარტაპების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. 

 

შეხვედრა ჩატარდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა (DEA) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით.


“ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ინოვაციური აპლიკაციებისა და სერვისების განვითარებაში. მაგალითად, ტურიზმის მიმართულებით. რაც, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს სერვისებს და მეორე მხრივ, დაეხმარება ბიზნესისა და სტარტაპის წარმომადგენლებს შექმნან ახალი მომგებიანი პროდუქტები. რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ამის მისაღწევად, აუცილებელია მთავრობამ ღია მონაცემების ღიაობა ციფრული ეკონომიკის განვითარების პროცესში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილოს“. - აღნიშნა ღონისძიების გახსნით სიტყვაში IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გაგნიძემ ხაზი გაუსვა ღია მონაცემების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ამ ტიპის მონაცემების ეფექტიან გამოყენებას მნიშვნელოვანი საზოგადო სარგებლის მოტანა შეუძლია.


„ღია მონაცემების კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს ღია მონაცემების პორტალი, რომელიც ჩვენი სააგენტოს მიერ არის შექმნილი და უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების ღია მონაცემების გამოქვეყნებას გამოთვლად და ადვილად გამოსაყენებელ ფორმატებში. ეს მოქალაქეებს, ბიზნესის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო დაწესებულებებს წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად ისარგებლონ აღნიშნული მონაცემებით და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღონ საჭირო ინფორმაცია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ღია მონაცემების გამოყენებით სხვადასხვა მობილური აპლიკაციისა და ელექტრონული სერვისის შექმნის შესაძლებლობა. ღია მონაცემების მეშვეობით დეველოპერი, ფაქტობრივად მზა ინფორმაციას იღებს, რათა შექმნას პრაქტიკული დანიშნულების არაერთი აპლიკაცია თუ ელექტრონული სერვისი“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგნიძემ.


შეხვედრაზე DEA-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერმა დიმიტრი გუგუნავამ ფართოდ ისაუბრა საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობისა და DATA.GOV.GE -შესახებ. IDFI-ის მედიის, ინტერნეტის და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა კი საზოგადოებას გააცნო ღია მონაცემების დახმარებით შექმნილი აპლიკაციები/სერვისები და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება.

 

საინტერესო იყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინოვაციების საზოგადოების მენეჯერის მარიამ გაგუას გამოსვლა, მან ბიზნესისა და სტარტაპებისთვის ღია მონაცემების გამოყენების მხრივ არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

 

შეხვედრა დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024