IDFI-ის ტრენინგი ქალაქ ქუთაისში

სიახლეები | ტრენინგები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 ოქტომბერი 2019

2019 წლის 5 ოქტომბერს, IDFI-მ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ქუთაისში ტრენინგი ჩაატარა, თემაზე: საჯარო მონაცემებთან მუშაობა ხელისუფლების საქმიანობის ეფექტური კონტროლისთვის.

 

მონაწილეებს (22 ჟურნალისტი და აქტივისტი) საშუალება ჰქონდათ გაეგოთ მეტი, იმის შესახებ თუ, როგორ აღმოაჩინონ და გადაამოწმონ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში, გააკონტროლონ ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა, მოიპოვონ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და ა.შ.

 

„ჩვენი ტრენინგები სერიულ სახეს ატარებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქს. ტრენინგის მონაწილეებს გავუზიარეთ ის გამოცდილება, რაც 10 წლიანი მუშაობის შედეგად IDFI-ის დაუგროვდა. მიგვაჩნია, რომ რაც უფრო მეტი მოქალაქე იქნება აღნიშნულ თემებში გათვითცნობიერებული, მით უფრო გაადვილდება სახელმწიფო ხარჯების რაციონალური განკარგვის მონიტორინგი.“ - გოგა თუშურაშვილი, ტრენერი / IDFI -ის სოციალური და ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი.

 

თეონა ტურაშვილი, ტრენერი / IDFI-ის მედია, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი: „მონაწილეებს იმ პლატფორმებისა და მექანიზმების შესახებ ვესაუბრეთ, რომლებიც მონაცემების დამუშავების კუთხით შეუძლიათ რომ გამოიყენონ. გარდა ამისა, ტრენინგი ეხებოდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასაც, თუ რა ტიპის მონაცემებია ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის სხვადასხვა დაწესებულებების ვებგვერდებზე. გარდა საჯაროდ განთავსებული მონაცემებისა, მონაწილეებს ის პრაქტიკული რჩევები გავუზიარეთ, რომლის მეშვეობითაც ისინი მონაცემებს ვიზუალიზაციების/გრაფიკების სახით გამოსახვას შეძლებენ. ტრენინგის დროს ყურადღება გამახვილდა იმ საერთაშორისო ინიციატივებსა და მონაცემთა პლატფორმებზე, რომლებიც არსებობს ვიშეგრადის ქვეყნებში.“

 

„თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ჟურნალისტს ხშირად უხდებათ ონლაინ სივრცეში მუშაობა. როგორ იმუშაოს ღია მონაცემებზე? როგორ მოიპოვოს ინფორმაცია? როგორ აღმოაჩინოს პრობლემა და შემდეგ გამოიკვლიოს? - ამისთვის აუცილებელია, რომ მათ, იმ ონლაინ პლათფორმების შესახებ იცოდნენ, რაც დღეს არსებობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი არამარტო ჟურნალისტებისთვის, არამედ აქტივისტებისთვისაც; და მე, როგორც მოქალაქეს, მაინტერესებს ვიცოდე, თუ როგორ ხარჯავს ჩემი ხელისუფლება იმ ფულს, რომელსაც მე ვიხდი ჩემი ხელფასიდან,“ - აღნიშნა ტრენინგის მონაწილემ/ჟურნალისტმა მზია თადუმაძემ. 

 

ტრენინგი ხორციელდება პროექტ „სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024