ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს ხარჯები: 2017-2018 წლები

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 4 ნოემბერი 2019

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, მისი სტატუსის და დაფინანსების მოცულობით გამორჩეულია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. ქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აჭარბებს, შესაბამისად, როგორც აღმასრულებელი ისე წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური განკარგვა მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წლებია აკვირდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებისა და ბიუროკრატიული ხარჯების პოლიტიკას. მაგალითად, 2017 წელს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა - თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა და ადმინისტრაციული ხარჯები 2011 - 2016, სადაც მიმოხილული იყო 6 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებში მერიასა და საკრებულოში საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმების დინამიკა. ასევე შესწავლილ იქნა, მუნიციპალიტეტში არსებული შრომის ანაზღაურების პოლიტიკა, ავტოპარკის განკარგვისა და წარმომადგენლობითი ხარჯების პრაქტიკა.

 

წინამდებარე კვლევის ფარგლებში, IDFI-მ შეისწავლა 2017 და 2018 წლების მონაცემები, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა ასევე, ფარავს ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა მივლინებების, საწვავის მოხმარების და სარეკლამო ხარჯებს. კვლევა ეფუძნება ქალაქ თბილისის მერიიდან და საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში არასრული ინფორმაციის მიღების გამო, გარკვეული მონაცემების დამუშავება და შედარება ვერ მოხერხდა.

 

აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

 

● თბილისის მერიაში 2018 წელს შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 3,4 მლნ ლარით გაიზარდა.

 

● 2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და ფაქტობრივად მოიცვა დანამატის ის ოდენობა, რომელსაც 2017 წელს ყოველთვიურად იღებდნენ, რის ხარჯზეც საერთო ანაზღაურების ჯამური თანხის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა.


● საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 2018 წელს 461 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო საშტატო თანამშრომელთა ანაზღაურება 171 ათასი ლარით შემცირდა.

 

● მერიის მიერ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით დახარჯული თანხა 2018 წელს 1 მლნ 790 ათასი ლარით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა სავარაუდოდ უკავშირდება საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნასა და მის ადმინისტრაციულ ხარჯებს.


● თბილისის მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია “იმედშია” კონცენტრირებული.

 

● მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.

 

ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - ადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

 

 

/public/upload/pdf/Tbilisi_City_Hall_Geo_final.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024