ქართული მედიის გაძლიერება მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მონიტორინგის მიზნით

სიახლეები | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 8 ივლისი 2019

მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მონიტორინგში და შესაბამისად, ქვეყანაში კარგი მმართველობის განვითარებაში.

 

2019 წლის 3-4 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ყვარელში ტრენინგი ჩაატარა აღმოსავლეთ საქართველოს მედია ორგანიზაციების (16 ჟურნალისტი; ბეჭდური, ონლაინ და მაუწყებლობა) წარმომადგენლებისთვის მონაცემთა ანალიზის საკითხებზე. ტრეინინგი სახელწოდებით - ღია მონაცემებზე მუშაობა მთავრობის ანგარიშვალდებულების ეფექტური მონიტორინგისთვის - არის IDFI-ის ტრენინგთა სერიის ნაწილი, რომელიც ხორციელდება პროექტ - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.


ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის გუნდის წევრები: თეონა ტურაშვილი, მედიის, ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი; მარიამ გოგიაშვილი, ანალიტიკოსი; და გოგა თუშურაშვილი, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

ეს ღონისძიება არის IDFI-ის ტრენინგების სერიის ნაწილი, რომელიც დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტებისთვის. ტრენინგების მიზანია გაიზარდოს მონაწილეთა კომპეტენცია და უნარები, ღია მონაცემების გამოყენებით განახორციელონ საჯარო უწყებების ზედამხედველობა,“ - აღნიშნა თეონა ტურაშვილმა ტრეინინგის მისასალმებელ სიტყვაში.

 

ტრენინგმა საშუალება მოგვცა უკეთ გაგვეცნო, თუ როგორ დავაკვირდეთ უკეთ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის პროცესს და აღმოვაჩინოთ კორუფციის შემთხვევები სახელმწიფო შესყიდვებში. ამასთან ერთად, ინფორმაციის ვიზუალიზაციის კუთხით მითითებებმა საშუალება მოგვცა, გვესწავლა, თუ როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას ეფექტურად. ჩვენ ასევე მივიღეთ ინფორმაცია პლატფორმა - www.DataLab.ge-ის შესახებ,“ - ამბობს ტრეინინგის მონაწილე.

 

ტრენინგის დასასრულს მარიამ გოგიაშვილმა ფართოდ გააცნო მონაწილეებს ვიშეგრადის ქვეყნებში არსებული საერთაშორისო საინფორმაციო პლატფორმები და ინიციატივები: „საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში არსებული ონლაინ საინფორმაციო წყაროების გავრცელება მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვის, რადგან ეს წყაროები აამაღლებს მათ საგამოძიებო ჟურნალისტიკის უნარებს და წარმოშობს ახალ იდეებს ახალი მონაცემთა ბაზების შექმნის კუთხით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.“

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024