საქართველოს ლობისტური საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 3 ივნისი 2020

წარმოდგენილი კვლევა მიმოიხილავს საქართველოს ლობისტურ საქმიანობას 2015-2020 წლებში, რაც მოიცავს დადებული ხელშეკრულებების  ანალიზსა და საქართველოდან განხორციელებული ფაქტობრივი გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას.

 

ძირითადი მიგნებები

 

-    2015-2020წლებში აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო იმავე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადეს.

 

-    სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ლობისტურ საქმიანობასა და იურიდიულ მომსახურებაში ჯამში 6,261,755.15 აშშ დოლარი გადაიხადა.თანხის რა ნაწილი დაიხარჯა უშუალოდ ლობისტურ საქმიანობაზე  ცნობილი არ არის.

 

-    აშშ-ში ლობისტურ მომსახურებას საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იღებს.

 

-    2015-2020 წლებში საქართველოს მთავრობა 5 ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან თანამშრომლობდა და ჯამში 3,485,515 აშშ დოლარი გადაიხადა.

 

-    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ლობისტურ საქმიანობაში 2019 წელს ჩაერთო. 2019 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლობისტურ კომპანია Hill and Knowlton Strategies-ს 1,660,469.30 აშშ დოლარი გადაუხადა.

 

-    2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ლობისტური მომსახურების გასაწევად დაიქირავა კომპანია - Impact Management Group, რომელსაც 320,000 აშშ დოლარი გადაუხადა.

 

-    2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“  კიდევ ორი ხელშეკრულება გააფორმა Hogan Lovells US LLP-სთან და DCI Group AZ, L.L.C.-სთან. „ქართულმა ოცნებამ“ ორივე კომპანიას ჯამში ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ ორივე კომპანიისთვის ჯამში გადახდილი აქვს 141,666 აშშ დოლარი.

 

-    „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები 2012, 2016 და 2020 წლებით თარიღდება, რაც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

 

-     2015-2020 წლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსულტაციო მომსახურებისთვის 250,000 აშშ დოლარს იხდის.

 

აშშ-ს კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია. აშშ-ში მოქმედი ლობისტური კომპანიების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და მათ საფუძველზე მიღებული თანხები საჯაროა - ინფორმაცია ატვირთულია აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არ არის.

 

/public/upload/GG/LOB-233.pdf

 

 

ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია  ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024