ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 26 თებერვალი 2020

26 თებერვალს,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გამართა.

 

პრეზენტაციის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედია, ინტერნეტი და ინოვაციების პროგრამის ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა ისაუბრა ღია მონაცემების სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე და იმ პრაქტიკულ რჩევებზე, რაც მოცემულია სახელმძღვანელოში.

 

„სახელმძღვანელოს დახმარებით შეისწავლით იმ მეთოდებს, რომელიც სხვადასხვა ფორმატში მოცემული მონაცემებისშედარებით მოსახერხებულ ფორმატშიგადაყვანისას გამოგადგებათ,ასევე,  მონაცემების დამუშავებასა და ანალიზისთვისსაჭირო Excel-ის მნიშვენლოვან ფუნქციებს. სახელმძღვანელო მოიცავს, მონაცემთა ვიზუალიზაციის მომზადებისთვის საჭირო რჩევებს. ვიშეგრადის ქვეყნების მაგალითზე მოცემულია, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მონაცემთა პლატფორმები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საქმიანობის ზედამხედველობისთვის. ვფიქრობთ, ჩვენი ახალი პრაქტიკული სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა გაიღრმავონ ცოდნა და გაიგონ მეტი მონაცემების ანალიზი შესახებ.“ - აღნიშნა თეონა ტურაშვილმა.

 

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა ანალიტიკური სტატიების კონკურსის - მონაცემები ცვლილებებისთვის - გამარჯვებულების დაჯილდოება. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და დავით მაისურაძემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გადასცეს.

 

„ანალიტიკური სტატიების კონკურსის მიზანი ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური სტატიების მომზადების წახალისება იყო. მოხარულები ვართ, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდა და საინტერესო ნაშრომები წარადგინეს. ჩვენ მომავალშიც ხელს შევუწყობთ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს იმუშაონ მონაცემებთან და უკეთ შეძლონ მათი დამუშავება.” -აღნიშნა დავით მაისურაძემ.

 

კონკურსის გამარჯვებულები:

 

- I ადგილი - ირინა გურგენაშვილი - „ემოციური უსაფრთხოება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  - მოსწავლეთა დარღვევებისა და ჩაგვრის შემთხვევების სტატისტიკის ანალიზი“

 

- II ადგილი - ნინო ტაგანაშვილი - „ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და თევზის გადამუშავებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების ანალიზი - ანუ ცხოვრება ზღვისპირა ქალაქში ჰაერის გარეშე“

 

- III ადგილი - თინა ტურძილაძე - „არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა“

 

კონკურსში მონაწილეობა 43-მა ადამიანმა მიიღო. გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter ) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. 

 

ღონისძიება პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

 

ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024