სტატია

16 ივლისი 2018 image

ღია მმართველობის პარტნიორობა - გლობალური სამიტები და საქართველოს მიღწევები

“ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP - Open Government Partnership) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივის შედეგად დაფუძნდა 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით, იგი 76 ქვეყანას აერთიანებს. პარტნიორობა წარმოადგენს მრავალმხრივ საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის მიერ გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის, კორუფციასთან ბრძოლის,  აგრეთვე, მმართველობის გაძლიერებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, ვალდებულებების აღებას. 

7 ივნისი 2018 image

საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პარლამენტმა 2018-2019 წლების საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება დაასრულა. ვალდებულებები მოიცავს: პარლამენტის მიერ 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულების ხელშეწყობასა და მონიტორინგს, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებისა გაზრდას, საპარლამენტო დემოკრატის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მთავრობის საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდას.

29 მაისი 2018 image

ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში: IDFI-იმ კვლევის პრეზენტაცია გამართა

საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით მთავარი გამოწვევა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების არარსებობაა. სწორედ ამ პრობლემის გამო, მწირია იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები ღია და დამუშავებად ფორმატში აქვეყნებენ. მართალია, არსებობს ღია მონაცემების ერთიანი სახელმწიფო პორტალი, მაგრამ საჯარო დაწესებულებები კანონმდებლობით ვალდებულნი არ არიან ცალკეული მონაცემები ამ პორტალზე გამოაქვეყნონ და ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.

28 მაისი 2018 image

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგები და კანონპროექტის პრეზენტაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს (OSGF) ხელშეწყობით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების და კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, მართლმსაჯულების/იურიდიული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. ღონისძიება გახსნეს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და OSGF-ის ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა გიორგი ჩიტიძემ.

15 მაისი 2018 image

ახალგაზრდების იდეები ღია პარლამენტისთის

ახალგაზრდული კონკურსის – „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. რუსუდან მგელაძე, კალენიკე ურიდია და შალვა დეკანოზიშვილი ის სამი ახალგაზრდაა, რომელთა იდეებიც პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ ოფიციალურად მოიწონა და განიხილავს მესამე, 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

1 მაისი 2018 image

IDFI-იმ ევროკავშირის დახმარებით ახალი პროექტი დაიწყო

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი ორწლიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას; პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა და სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორს, მედიასა და საზოგადოებას შორის სისტემაში მიმდინარე ძირითად რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკის გაუმჯობესებას.

1 მაისი 2018 image

თბილისში გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო მკვლევრებმა სახელმწიფო არქივების ღიაობა განიხილეს

27-28 აპრილს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) უმასპინძლა კონფერენციას სახელწოდებით: სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 30-ზე მეტი სპეციალისტი 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ. 

20 აპრილი 2018 image

მოქალაქეთა ჩართულობა საპარლამენტო ღიაობაში: დასრულდა 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საინფორმაციო კამპანია

2018 წლის მარტსა და აპრილში, საქართველოს 6 ქალაქში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია რომელიც ეხებოდა საპარლამენტო ღიაობასა და ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებს. კამპანია ასევე ისახავდა მიზნად შემდეგი, მესამე სამოქმედო გეგმისთვის ახალი იდეები შეგროვებას.

16 აპრილი 2018 image

საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს გლობალური ლიდერი

Freedom House-ის თანახმად, 2017 წელს, დემოკრატიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული კრიზისი განიცადა, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, კანონის უზენაესობა და სამოქალაქო საზოგადოება დარტყმის ქვეშ მოექცა. ღია მმართველობის მხარდამჭერებმა ნახეს, თუ როგორ შეირყა ბევრ ქვეყანაში მათ მიერ დიდი ძალისხმევით მიღწეული წარმატებები, ხოლო ღიაობის მომხრე პოლიტიკოსებმა ბევრგან ვერ შეძლეს ჩაკეტილი მთავრობების აღზევების შეჩერება.

15 აპრილი 2018 image

IDFI-მ ხორვატიაში გამართულ საერთაშორისო საარქივო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პროექტის – ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივების ღიაობა კოორდინატორი ანტონ ვაჭარაძე მონაწილეობდა ხორვატიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში (ICARUS-ის რიგით მეოთხე დღეები და EURBICA კონფერენცია). ღონისძიების სათაური იყო „ევროპული საარქივო ლანდშაფტი: ახალი ჰორიზონტების მიღწევა“.