ღია მმართველობის პარტნიორობა - გლობალური სამიტები და საქართველოს მიღწევები
“ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP - Open Government Partnership) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივის შედეგად დაფუძნდა 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით, იგი 76 ქვეყანას აერთიანებს. პარტნიორობა წარმოადგენს მრავალმხრივ საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის მიერ გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის, კორუფციასთან ბრძოლის, აგრეთვე, მმართველობის გაძლიერებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, ვალდებულებების აღებას.