საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგები და კანონპროექტის პრეზენტაცია

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 28 მაისი 2018

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს (OSGF) ხელშეწყობით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების და კანონპროექტის [და მისი განმარტებითი ბარათი] პრეზენტაცია გამართა.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, მართლმსაჯულების/იურიდიული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. ღონისძიება გახსნეს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და OSGF-ის ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა გიორგი ჩიტიძემ.

 

IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგები წარადგინა. მან ასევე ფართოდ ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ხელს უშლის სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას აღნიშნულ სასამართლოში.

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს მონიტორინგის ფარგლებში, სასამართლოს საქმიანობაში გამოვლინდა ხარვეზები ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია, სასამართლო სხდომების გამჭვირვალობასთან, მოსამართლეთა მიმართ არსებულ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან, სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობასთან, სახელმწიფო რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან და სხვა,“ განაცხადა გიორგი ბერაიამ.

 

OSGF-ის ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა გიორგი ჩიტიძემ აღნიშნა, რომ "ძალზედ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა მუდმივად იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგანაც იგი ინსტიტუციურად წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ მთავარ კონსტიტუციურ მექანიზმს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, სასამართლოს საქმიანობა და მისი მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის უფლებების და კონსტიტუციური პრინციპების ეფექტურად დაცვას.“

 

“იმედია, საქართველოს პარლამენტი მალე დაიწყებს საკანონმდებლო რეფორმის პროცესს, რომელიც მოემსახურება არსებულ კანონმდებლობაში ამ კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და სასამართლოს საქმიანობის ინტიტუციური მოწყობის გაუმჯობესებას." - განაცხადა გიორგი ჩიტიძემ.

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/Rule_of_law/final_monitoring_results_of_the_constitutional_court_of_georgia_geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024