IDFI-იმ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების და კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს (OSGF) ხელშეწყობით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების და კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, მართლმსაჯულების/იურიდიული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.