მოქალაქეთა ჩართულობა საპარლამენტო ღიაობაში: დასრულდა 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საინფორმაციო კამპანია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 აპრილი 2018

2018 წლის მარტსა და აპრილში, საქართველოს 6 ქალაქში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია რომელიც ეხებოდა საპარლამენტო ღიაობასა და ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებს. კამპანია ასევე ისახავდა მიზნად შემდეგი, მესამე სამოქმედო გეგმისთვის ახალი იდეები შეგროვებას.


საინფორმაციო კამპანია ჩატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით. კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა თელავში, რუსთავში, მარნეულში, ახალციხეში, ქუთაისსა და თბილისში (კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან). ღონისძიებას 300-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ: ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.


შეხვედრებზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ: ირინა ფრუიძე, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე; გიორგი კლდიაშვილი და ლევან ავალიშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან (IDFI); გუგული მაღრაძე, პარლამენტის წევრი; კახაბერ კუჭავა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.


წინა წლების მსგავსად, ჩვენ ვქმნით ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას, რომელშიც შედის ინოვაციური, მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებისკენ მიმართული ხელშესახები და გაზომვადი ვალდებულებები. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საინფორმაციო კამპანია უმნიშვნელოვანესი იყო, რათა შეგვეგროვებინა და გაგვეთვალისწინებინა მოქალაქეებისგან წამოსული იდეები“, – აღნიშნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ.


მოქალაქეების მიერ შემოთავაზებულ იდეებს შორის იყო: ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება პარლამენტის საქმიანობის შესახებ; დიალოგის გაღრმავება პარლამენტსა და კერძო სექტორს, მედიას შორის; ლობიზმისა და კერძო-საჯარო პარტნიორობების შესახებ კანონის განახლება; საქართველოს პარლამენტში ინოვაციების საბჭოს შექმნა და სხვა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა, როგორც შესაძლებლობა, გაეცნონ საკანონმდებლო პროცესებს და გაუზიარონ პარლამენტს საკუთარი იდეები.


საზოგადოებრივი ჩართულობა, დიალოგი მთავრობა-პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომა არის კონსულტაციები ასეთი მნიშვნელოვანი OGP-ის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ერთობლივ მუშაობაზე დამყარებული პროცესი შედეგად უფრო ეფექტურ პოლიტიკასა და კანონებს იძლევა.“ – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.


მოქალაქეების იდეები, ისევე როგორც ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შემუშავებული 35 ვალდებულება, ბორჯომში გამართული ორდღიანი შეხვედრის საგანი იყო (13-24 აპრილი, 2018 წ.).


თამარ ზოდელავა, GIZ-ის საპარლამენტო პროექტის მენეჯერი – „სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მსგავსად, GIZ-მაც წარადგინა მნიშვნელოვანი ინიციატივები, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის საინფორმაციო ცენტრის შექმნა, და სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმები ზედამხედველობის მიზნით ანგარიშგების ფორმების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვის ჩარჩოს ჩამოყალიბებას.“


ჩვენი ინიციატივებია: ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების გზით; პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ტერმინთა ლექსიკონის შექმნა და მისი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება, რაც დაეხმარება მოქალაქეებს უკეთ გაიგონ პროცედურები; და მაჟორიტარების მოქალაქეებთან სავალდებულო შეხვედრების შემოღება“, – აღნიშნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა  ნინო ცუხიშვილმა


2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში შევამალი 24 ვალდებულებიდან საქართველოს პარლამენტმა სრულად 13 ხოლო ნაწილობრივ 11 ვალდებულება შეასრულა. ღია მმართველობის საბჭო და მისი საკონსულტაციო ჯგუფი კიდევ გამართავენ შეხვედრებს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დასამთავრებლად. ახალი გეგმის პრეზენტაცია 17-19 ივლისს, თბილისში, OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტზე გაიმართება.

 

 ფოტოგალერეა იხილეთ აქ

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024