სტატია

24 აპრილი 2020 image

IDFI მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience წევრი გახდა

The Sites of Conscience (შემდგომში „კოალიცია“)არის მეხსიერების კვლევის პლატფორმა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და აერთიანებს 275 ორგანიზაციას 65 ქვეყნიდან. კოალიციის მთავარი მიზანია, გაზარდოს აღნიშნული ინსტიტუტეციების შესაძლებლობები საგრანტო დაფინანსების, ურთიერთდაკავშირების და საერთო ქსელში ჩართვის, ტრენინგების, გარდამავალი სამართლიანობის მექანიზმების ამოქმედებისა და ადვოკატირების გზით.

21 აპრილი 2020 image

ტრენინგი თემაზე - კიბერჰიგიენა კიბერუსაფრთხოებისთვის

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI)და სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლობის საფუძველზე, 21 აპრილს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ თანამშრომლებს და IDFI-ს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში ჩაუტარეს ლექცია კიბერუსაფრთხოების შესახებ.

15 აპრილი 2020 image

კონფერენციის „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“ თეზისები გამოქვეყნდა

2019 წლის 5-6 დეკემბერს, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩაატარა კონფერენცია - „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ 30 ქვეყნის წარმომადგენელი ისტორიკოსები, არქივის მკვლევრები, იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო არქივების თანამშრომლები.

14 აპრილი 2020 image

1978 წლის 14 აპრილის თბილისის მოვლენები და ამონარიდები დასავლური პრესიდან

1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ხამხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიისმცდელობას, რომ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი შეცვლილიყო.

13 აპრილი 2020 image

ერთი წელი ბათუმთან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამაროვანის აღმოჩენიდან

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ  ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში მასობრივი დახვრეტის ადგილის შესახებ განაცხადა, სადაც დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი.

10 აპრილი 2020 image

კორონავირუსის პანდემიის გავლენა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე

ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პანდემია მთელს მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საქმიანობის შემაფერხებელი უმთავრესი ფაქტორი გახდა. 

7 აპრილი 2020 image

პანდემია და კორუფციული რისკები

ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის დეკრეტის პირველი მუხლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია COVID-19-ის მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირება და დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა.

23 მარტი 2020 image

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადის განმავლობაში ელექტრონული საქმისწარმოების, ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის განსხვავებული წესები იმოქმედებს

2020 წლის 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით კონსტიტუციით გარანტირებული ცალკეული უფლებები იზღუდება. მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი დადგინდა ელექტრონულ საქმისწარმოებასთან, ადმინისტრაციულ წარმოებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.

17 მარტი 2020 image

კორუფციასთან ბრძოლის საგანმანართლებლო პროგრამა დისტანციურად გრძელდება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, უკვე მეექვსე თვეა, რაც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება.

16 მარტი 2020 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეხუთე მოდული დაიწყო

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანამშრომლობის საფუძველზე მეექვსე თვეა, რაც ხორციელდება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც 8 მოდულისგან შედგება. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.