სტატია

8 აპრილი 2022 image

აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის პლატფორმის chaerte.sca.ge პრეზენტაცია

6 აპრილს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მოქალაქეთა ჩართულობის ვებ-პლატფორმის chaerte.sca.ge პრეზენტაცია გამართა. ვებ-პლატფორმა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე შეიქმნა და აერთიანებს რამდენიმე ციფრულ სერვისს.

 

5 აპრილი 2022 image

IDFI-ის ტრენინგი სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის

2022 წლის 1-3 აპრილს IDFI-მ  ხელისუფლების მონიტორინგისა და მონაცემების მოძიების მეთოდების შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან - ჯამში 16 მონაწილე.  

 

4 აპრილი 2022 image

ბათუმში დიდი ტერორის ნეშტების ანთროპოლოგიური კვლევა დაიწყო

IDFI-ისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწვევით, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაიწყეს ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში აღმოჩენილ, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა მასობრივი სამარხიდან ამოსვენებული ნეშტების საფუძვლიანი, ანთროპოლოგიური შესწავლა.

 

1 აპრილი 2022 image

სტატიების კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება

2022 წლის 31 მარტს, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ანალიტიკური სტატიების კონკურსის - მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ - გამარჯვებულთა დაჯილდოება. 

1 აპრილი 2022 image

ტრენინგები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაში

საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და საჯაროდ წარდგენა, როგორც ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი ფორმა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმით აიღო როგორც ვალდებულება. 

25 მარტი 2022 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდა

2022 წლის 23 მარტს დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ახალი სემესტრი, რომელიც გაიხსნა სამაგისტრო საგნით - კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები. 

23 მარტი 2022 image

ბერტელსმანის ტრანსფორმაციის 2022 წლის ინდექსი

ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი (BTI) 2004 წლიდან რეგულარულად აფასებს და აანალიზებს, წარმართავენ თუ არა და როგორ წარმართავენ განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნები სოციალურ ცვლილებებს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით (ანგარიშები ქვეყნდება ორ წელიწადში ერთხელ).

22 მარტი 2022 image

კოსოვო გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგს უერთდება

2022 წლის მარტში, კოსოვო შეუერთდა გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგს (Transparent Public Procurement Rating – TPPR). კოსოვო არის 42-ე ქვეყანა, რომელიც IDFI-ის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში შეფასდა. შეფასება ჩაატარეს Lëvizja FOL-მა და დამოუკიდებელმა ექპერტმა გრესა სმოლიკამ.

 

17 მარტი 2022 image

გამჭვირვალობის მხარდაჭერა უცხო ქვეყნების არალიბერალურ ზეგავლენასთან საბრძოლველად: საკანონმდებლო ორგანოების როლი

2022 წლის 17 მარტს IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ორგანიზებულ, საზოგადოებრივი პრაქტიკის განმხილველ მესამესესიაში - „გამჭვირვალობის მხარდაჭერა უცხო ქვეყნების არალიბერალურ ზეგავლენასთან საბრძოლველად: საკანონმდებლო ორგანოების როლი“. 

11 მარტი 2022 image

საბჭოთა ეპოქა და ინფორმაციული ომი - IDFI-მ ათასწლეულის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

2022 წლის 10 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა ათასწლეულის სკოლაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს თემაზე - „საბჭოთა ეპოქა და ინფორმაციული ომი, როგორც მისი მემკვიდრეობა“.