სტატია

17 ოქტომბერი 2022 image

IDFI-მ ოზურგეთსა და ხონში რეპრესირებულთა შესახებ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გამართა

2022 წლის 11-12 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) რეგიონული ინიციატივების ცენტრ ,,ნათელი მომავალთან“ თანამშრომლობით ოზურგეთისა და ხონის მუნიციპალიტეტებში რეპრესირებულთა საკითხზე პრეზენტაცია და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გამართა.

 

17 ოქტომბერი 2022 image

სახალხო დამცველის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის შედეგები: კანდიდატთა რეალური რეიტინგი

2022 წლის 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასების შედეგები.  შედეგების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა, რამდენიმე მედია საშუალებამ. 

13 ოქტომბერი 2022 image

„გმირობის ნაყოფი“ – პროექტის „სოლიდარობის ბრენდინგი“ კამპანია დაიწყო

13 ოქტომბერს Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID მიერ დაფინანსებული პროექტის - “სოლიდარობის ბრენდინგის“ წარმოებული კამპანიის „გმირობის ნაყოფის“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

10 ოქტომბერი 2022 image

მასტერკლასი საქართველოში ციფრულ გამოწვევებზე საპასუხოდ საერთო ინიციატივების დასაგეგმად

2022 წლის 4-7 ოქტომბერს, IDFI-მ და ელექტრონული მმართველობის აკადემიამ (ესტონეთი) სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის 1.5-დღიანი ინტერაქტიული მასტერკლასი/ტრენინგი გამართეს.

10 ოქტომბერი 2022 image

კვლევის პრეზენტაცია - განათლების სექტორის მიმოხილვა

10 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევის „განათლების სექტორის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გამართა და რეკომენდაციები წარადგინა. კვლევის მიზანი იყო განათლების სექტორში ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირება.

5 ოქტომბერი 2022 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა სამაგისტრო საფეხურისთვისაც დაიწყო

3 ოქტომბერს დაიწყო 2022-2023 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის სამაგისტრო კურსის მონაწილეებისთვის. სამაგისტრო საფეხურზე შერჩეული 25 მონაწილე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 13 სტუდენტთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს, როგორიცაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ და „კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.

4 ოქტომბერი 2022 image

IDFI-მ კასპში, ბორჯომსა და გორში რეპრესირებულთა შესახებ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გამართა

2022 წლის 29-30 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით კასპში, ბორჯომსა და გორში რეპრესირებულთა საკითხზე პრეზენტაცია და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გამართა.

 

 

29 სექტემბერი 2022 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

27 სექტემბერს დაიწყო 2022-2023 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საბაკალავრო კურსის მონაწილეებისათვის. საბაკალავრო საფეხურზე შერჩეული 23 მონაწილე, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს როგორიცაა „კარგი მმართველობა და კორუფცია“ და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“.

22 სექტემბერი 2022 image

გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში IDFI-მ გურიის რეგიონში ტრენინგები გამართა

2022 წლის 20 და 21 სექტემბერი, გურიის რეგიონი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში გურიის რეგიონის სამ თვითმმართველ ერთეულში - ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი გამართეს.

7 სექტემბერი 2022 image

საქართველოს მოქალაქეების მიერ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების გამოყენების ზოგადი სტატისტიკური მიმოხილვა

2015 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტი აქტიურად მუშაობს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დანერგვასა და განხორციელებაზე. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმებში ასახული ვალდებულებების განხორციელებით შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეებისათვის შექმნილიყო საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმი.