IDFI-მ კასპში, ბორჯომსა და გორში რეპრესირებულთა შესახებ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 4 ოქტომბერი 2022

2022 წლის 29-30 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით კასპში, ბორჯომსა და გორში რეპრესირებულთა საკითხზე პრეზენტაცია და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გამართა.

 

აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, IDFI-ის კასპში შპს „ბესიკ ნიპარიშვილის“ მრავალპროფილიანმა სკოლა-გიმნაზიამ, ბორჯომის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ და გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა უმასპინძლეს.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კასპში მდებარე სკოლა-გიმნაზია საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიციის ყოფილ შენობაშია განთავსებული. შენობის სარდაფში საბჭოთა კავშირის პერიოდში მოწყობილი იყო წინასწარი დაკავების იზოლატორი, სადაც სკოლის ძალისხმევით დაარსდა კასპის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და იქ საბჭოთა კავშირის ხელწერისთვის დამახასიათებელ არაერთ ნივთს დღესაც შეხვდებით.

 

პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება სწორედ აღნიშნულ მუზეუმში გაიმართა, სადაც სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ნიპარიშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, მეორე განყოფილების არქივის უფროსმა ივანე ჯახუამ 2016 წელს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა გამოფენა-მუზეუმი გახსნეს. გამოფენა-მუზეუმის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, თუ რა სასტიკად უსწორდებოდა რეჟიმი მისთვის მიუღებელ ყველა ადამიანს.

 

       

 

შეხვედრები გაგრძელდა ბორჯომის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და გორის ფოტოგრაფთა კლუბში. ლექციას და ფილმის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტებში ათეულობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის - სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები.


შეხვედრების ფარგლებში წარმოდგენილი ფილმი „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის მახლობლად, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასობით ადამიანის სამარხი. სიუჟეტის ერთ-ერთი გმირი 85 წლის ლამარა ამირანაშვილია, რომლის მამის (გედევან ჩხაიძე) ნეშტიც, შესაძლოა ბოლოს ნაპოვნ 29 ნეშტს შორის იყოს. ლამარა ამირანაშვილმა დნმ-ის ანალიზი უკვე ჩააბარა და იმედი აქვს, რომ მოიძებნება საშუალება, რათა მის დნმ მასალა აღმოჩენილ 29 ადამიანის ნეშტის დნმ-თან შედარდეს.

 

            


ფილმის ჩვენებამდე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ პრეზენტაცია წარადგინა რეპრესირებულთა თემატიკის ირგვლივ და ისაუბრა საქართველოში 1937-1938 წლებში მიმდინარე დიდი ტერორის შესახებ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხვადასხვა ისტორია აღნიშნული ეპოქიდან, ასევე ყურადღება გაამახვილა მასობრივი სამარხების აღმოჩენის სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე. განიხილა აჭარაში აღმოჩენილი სამარხების ისტორია, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან (IPN) ერთად განხორციელებული სამუშაოები, გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები.


შეხვედრების ბოლოს, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვები გაეჟღერებინა და საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა საპრეზენტაციო თემის ირგვლივ.

 

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024