მასტერკლასი საქართველოში ციფრულ გამოწვევებზე საპასუხოდ საერთო ინიციატივების დასაგეგმად

სიახლეები | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 10 ოქტომბერი 2022

2022 წლის 4-7 ოქტომბერს, IDFI-მ და ელექტრონული მმართველობის აკადემიამ (ესტონეთი) სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის 1.5-დღიანი ინტერაქტიული მასტერკლასი/ტრენინგი გამართეს.

 

ტრენინგის მიზანს საქართველოში ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საპასუხო საერთო ინიციატივების დაგეგმვა წარმოადგენდა.

 

ორი 1.5-დღიანი მასტერკლასი მოიცავდა პროექტის / სერვისის / ინიციატივის / პოლიტიკის იდეის შექმნის შესავალს, ასევე მეთოდოლოგიის შემუშავების თეორიას.

 

მასტერკლასის სტრუქტურა ეფუძნება მიდგომას - „სწავლა კეთებით”, სადაც თითოეული მონაწილე გუნდი მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტს და მეთოდს იყენებს.

 

მასტერკლასის მოკლე ხანგრძლივობის  მიუხედავად, მისი მიმდინარეობის დროს გამოყენებული ინსტრუმენტები და მეთოდები შესაძლოა რეალურ დროში მარტივად იქნას გადმოტანილი, რაც კონკრეტული ადამიანებისთვის პრობლემების გადაწყვეტასა და საჭირო სერვისების მიწოდებას დაედება საფუძვლად. უფრო მეტიც, გამოყენებული მეთოდები და მიღებული გამოცდილება მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ სამომავლოდ ნებისმიერი სხვა სერვისის, პროექტის, ინიციატივის, პოლიტიკური ცვლილების დაგეგმვისა თუ ამოცანის გადასაჭრელად.

 

სესიებს უძღვებოდა მარგუს კლაარი “Brand Manual”-დან. მარგუსს აქვს 30 წლიანი გამოცდილება სტრატეგიულ მარკეტინგში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან და საჯარო დაწესებულებებთან სერვისის დიზაინზე მუშაობის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება. ის ხშირად მოხსენებით გამოდის ბიზნესისა და სერვისის დიზაინისადმი მიძღვნილ კონფერენციებზე, აგრეთვე გახლავთ მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი, მათ შორის - „როგორ მიიღოთ თქვენი ნამცხვარი და ასევე მიირთვათ იგი“.

 

1.5 დღიანი მასტერკლასის მიმდინარეობისას, მონაწილეები საკუთარ თავს  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ადგილზე წარმოიდგენდნენ, აიდენტიფიცირებდნენ მომხმარებელთა ძირითად ჯგუფებსა და საბოლოო მომხმარებლებს, ასევე ცდილობდნენ გამოწვევების პოტენციური, ძირეული მიზეზების გამორკვევას. როგორც ალბერტ აინშტაინი იტყოდა: “ერთი საათი რომ მქონდეს, პრობლემის გადასაჭრელად, 55 წუთს დავხარჯავდი პრობლემაზე დასაფიქრებლად და 5 წუთს მისი გადაჭრის გზებზე”.

 

მასტერკლასის მონაწილეებმა „დიზაინის ირგვლივ აზროვნების სისტემისა და შიდა კავშირების გაგება“ განსაკუთრებით საინტერესოდ მიიჩნიეს. მნიშვნელოვანია იყოთ შემოქმედებითი, „სცადოთ და დაინახოთ სამყარო თქვენი ბენეფიციარების პერსპექტივიდან“ - რაც ლოგიკურად ჟღერს, თუმცა ის არის, რაც ხშირად გვავიწყდება. „დაკვირვება, კვლევა და ძალისხმევის მიმართვა პრობლემის იდენტიფიცირებისკენ, ვიდრე მისი გადაჭრის გზებს მოვძებნით“ - ეს გახლდათ მონაწილეების მიერ მასტერკლასიდან მიღებული მთავარი სამომავლო გამოწვევა.

 

„ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მასტერკლასი!" და "გმადლობთ, რომ კარგად დაფიქრებისა და სწრაფად გააზრების საშუალება მოგვეცით!“ - იყო ყველაზე გულთბილი უკუკავშირი მარგუს კლაარის, eGA-სა და IDFI-ის გუნდისთვის. 

 

მასტერკლასი პროექტის - DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა უკრაინასა და საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებებისა და სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ციფრულად მოწყვლადი ჯგუფებისა და მათი საჭიროებების შესახებ, რათა უკეთესად შეძლონ ამ ჯგუფებთან მუშაობა ციფრული უთანასწორობის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად.

 

DRIVE პროექტის კონტექსტში, ციფრულად მოწყვლადს მიეკუთვნებიან ის ჯგუფები, რომელთა ციფრული ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და ელექტრონულ სერვისებზე წვდომა შეფერხებულია ციფრული საკითხების შესახებ ინფორმირებულობის, ტექნოლოგიური შესაძლებლობების ან/და ციფრული წიგნიერების და უნარების ნაკლებობით.

 

ღონისძიების შინაარსი ეფუძნებოდაა 2022 წლის იანვარში საქართველოში ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების შესახებ მომზადებული ანგარიშის რეკომენდაციებს. პროექტ DRIVE-ის ფინანსური მხარდამჭერია Luminate. 

 

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024