პროექტის სახელწოდება: DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა (უკრაინასა და საქართველოში)
დონორი ორგანიზაცია: ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) და Luminate, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია
სრული ბიუჯეტი: 30,107.00 ევრო
ხანგრძლივობა: სექტემბერი 1, 2021 წელი - აგვისტო 31, 2023 წელი
პროექტის აღწერა
გასულ წელს, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ უპრეცედენტო მასშტაბებით დაიწყო ციფრული და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება ყველა სექტორში. ასეთმა სწრაფმა განვითარებამ მრავალი გამოწვევა წარმოშვა. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს მიმდინარე განვითარებასთანმოქალაქეების ჩამორჩენის რისკი. ამ უპრეცედენტო ტემპმა შესაძლოა გამოიწვიოს მარგინალიზებული მოქალაქეების ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებაც. ინოვაცია არ უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ტექნოლოგიურად განხორციელებადი განვითარებისკენ, არამედ უნდა ითვალისწინებდეს თუ რა არის საზოგადოებისთვის საჭირო და სასურველი. ამიტომ აუცილებელია მოქალაქეების ჩართულობა, განსაკუთრებით კი ციფრული ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ სექტორებში, სერვისებსა და ეკოსისტემებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე.
პროექტ DRIVE-ის მიზანია უკრაინასა და საქართველოში მოწყვლად მოქალაქეთა ჯგუფებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საჭირო პირობების შექმნით, ცნობიერების ამაღლებით და უნარ-ჩვევების განვითარებით, რათა მათ შეძლონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ციფრულად ჩართვა და ჰქონდეთ სერვისებზე ციფრული წვდომა.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუწყოს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ციფრულ ჩართულობას, პროექტი DRIVE იქნება ორიენტირებული მხოლოდ ერთზე: საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ცნობიერების ამაღლება ციფრულად მოწყვლადი ჯგუფებისა და მათი საჭიროებების შესახებ, რათა უკეთესად შეძლონ ამ ჯგუფებთან მუშაობა ციფრული უთანასწორობის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. ამისთვის, პროექტი ორიენტირებული იქნება ორ კონკრეტულ შედეგზე: პირველი, საჯარო უწყებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იცნობენ ციფრულად მოწყვლად მოქალაქეებს (DVC) და აცნობიერებენ მათ საჭიროებებს ციფრული წიგნიერებისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით (ინსტრუმენტები და უნარები) და მეორე, მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ ხარვეზების და გამოწვევების გადაჭრის გზებზე და დანერგონ გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობითი ელექტრონული მმართველობის საშუალებები (მაგ. ახალი მექანიზმები, ელექტრონული პლატფორმები და ა.შ.). გარდა ამისა, ელექტრონული მმართველობის აკადემიასა (ესტონეთი) და ადგილობრივ პარტნიორებს (საქართველო და უკრაინა) შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ადგილობრივმა პარტნიორებმა გააგრძელონ მუშაობა პროექტის მიზნებზე, შეძლონ საჭირო დაფინანსების მოძიება (ევროკავშირის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტები) სამოქმედო წინადადებებისთვის.
პროექტის აქტივობები:
I ეტაპი: მოსამზადებელი აქტივობები
II ეტაპი: პრაქტიკული აქტივობები შემუშავებული რეკომენდაციების განსახორციელებლად
- ტრენინგები და სამოქმედო ინიციატივების შეთავაზება
- საპილოტე პროექტი ან სამოქალაქო ჩართულობა/ტექ-ინიციატივები დარეგიონული
V-Dem-ის დემოკრატიის ინდექსი: საქართველოს 2003 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს
14.03.2025ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან
07.03.2025