„გმირობის ნაყოფი“ – პროექტის „სოლიდარობის ბრენდინგი“ კამპანია დაიწყო

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | აქტუალური თემები | სტატია 13 ოქტომბერი 2022

13 ოქტომბერს Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID მიერ დაფინანსებული პროექტის - “სოლიდარობის ბრენდინგის“ წარმოებული კამპანიის „გმირობის ნაყოფის“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელება IDFI-მ 2022 წლის მარტში დაიწყო, EECMD-სთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან პარტნიორობით, Zinc Network-ის მხარდაჭერით.

 

პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ. ამისათვის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალი ბრენდ-იდენტობა, რომელიც გამოხატავს ფიზიკურ და ემოციურ სოლიდარობას ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს ტერიტორიის გასწვრივ შექმნილი წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივობის ზრდას რეგიონში.

 

USAID-ის, Zinc Network-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთიანი ძალისხმევით, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს „კარფურისა“ და „ზღაპარის“ მაღაზიათა ქსელებში გაყიდიან. კამპანია “გმირობის ნაყოფის” ბრენდის ქვეშ ხილის, ჩირის და ტყლაპის შეძენა მომხმარებლებს უკვე დღეიდან შეეძლებათ.

 

კამპანიის მიზანია, დაეხმაროს ქართველ მომხმარებლებს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქციის იდენტიფიცირებასა და შეძენაში. მომხმარებელს სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია იმ ფერმერთა პროდუქციის შეძენით, რომლებიც კვლავაც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას საოკუპაციო ხაზთან ახლოს.

 

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის წარმომადგენელმა, ჟანა სირბილაძემ. მისი განცხადებით, პროექტის მიზანია, მოსახლეობას დაანახოს ის შრომა და გამბედაობა, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები ახორციელებენ.

 

 „მოყვანილია საოკუპაციო ხაზთან“ ამ გზავნილით ბრენდირებული პროდუქტები მომხმარებელს მიუთითებენ, რომ ამ პროდუქტებში გადახდილი თანხით, ისინი აძლიერებენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ გმირებს. „ეს პროდუქტები ჩამოტანილია შინდისიდან, დირბიდან, მეჯვრისხევიდან, ბერშუეთიდან და დვანიდან. სოფლებიდან, რომლებშიც მოსახლეობა, რუსი ოკუპანტების მუდმივი შიშის მიუხედავად, დაუღალავად შრომობს და ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, არა მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ჩვენი მიზანია, შევახსენოთ დანარჩენ საქართველოს, რომ ვიყოთ მეტად სოლიდარულები ამ ადამიანების მიმართ და გავაძლიეროთ ისინი, ვინც ქართულ მიწას იცავს,“- განაცხადა სირბილაძემ.

 

ღონისძიებას ესწრებოდა USAID/Georgia-ს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე, ლიზა კოვაკი. მან აღნიშნა, რომ USAID-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს და მათ გმირობის ტოლფას საქმიანობას. ასევე მზაობა გამოხატა სამომავლო თანამშრომლობის მხრივაც, რათა აღნიშნული პროექტი უფრო მასშტაბური გახდეს და ბევრად მეტი ბენეფიციარი ჩაერთოს.

 

პრეზენტაციაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრები ფერმერების/მეწარმეების მიმართ მხარდაჭერასა და სოლიდარობის გამოხატვას.  მან ისაუბრა საოკუპაციო ხაზთან არსებული გამოწვევების შესახებ, რომელიც პირდაპირ აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. იმედი გამოთქვა, რომ მომხმარებლამდე სწორად მიაღწევს თითოეული ფერმერისა თუ მეწარმის სათქმელი და გულისტკივილი, რადგან მთავარი მამოძრავებელი ძალა, ამ ეტაპზე, სწორედ ისინი არიან. მათ უნდა გაითავისონ, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები, იცავენ არა მხოლოდ საკუთარ კერას, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალს.

 

აღნიშნული ღონისძიების მსვლელობისას, პროექტის ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ, მედიასაშუალებებთან კომუნიკაციის ფარგლებში, გაეცნოთ მომხმარებლისთვის საკუთარი ისტორიები და ესაუბრათ პროექტში ჩართულობის მნიშვნელობაზე: „მავთულხლართთან დამუშავებული ქართული მიწა და ამოქმედებული ქართული წარმოება დიდი სტიმულია ჩვენთვის. როდესაც იცი, რომ ემსახურები ქართულ საქმეს, საქმით აჩვენებ პატრიოტულ, ღირსეულ მაგალითს, მარტივად უმკლავდები ნებისმიერ დაბრკოლებას  და მცოცავი ოკუპაციის პერმანენტულ შიშს.

 

ამ პროექტში მონაწილეობა კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ცნობადი გახდეს ჩვენი პატარა წარმოება. პროექტი კი საშუალებას გვაძლევს ჩვენი წარმოებული პროდუქტი გავაცნოთ ქსელურ სავაჭრო კომპანიებს და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ,“- ეკატერინე ხოდელი, სოფელ ბერშუეთიდან.

 

საწყის ეტაპზე მომხმარებლებს “გმირობის ნაყოფის” პროდუქციის შეძენა “კარფურის” ჰიპერმარკეტებსა (თბილისი მოლი, East Point-ი) და “ზღაპარის” 30-მდე მაღაზიაში შეეძლებათ. სამომავლოდ, კამპანიაში სხვა ქსელების ჩართვა იგეგმება, რათა საოკუპაციო ხაზთან წარმოებული პროდუქცია უფრო ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი.

 

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, USAID-ისა და ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარებით, პროექტის - სოლიდარობის ბრენდინგი: შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024