პროექტის - სოლიდარობის ბრენდინგი - განხორციელება დაიწყო

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 14 აპრილი 2022

2022 წლის 28 მარტიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის  „სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობის“ განხორციელება დაიწყო.  13 აპრილს პროექტის ფარგლებში, IDFI-მ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA)  ერთად გორისა და ქარელის რაიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრებ მეწარმეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა და მათ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო.

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) ბენეფიციარებს GeoGap სტანდარტი და სერტიფიცირების დეტალები გააცნო. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) სერტიფიკატი (GeoGap სტანდარტი) მათ საშუალებას მისცემს გაზარდონ  კონკურენტული უპირატესობა და ახალ ბაზარზე შესვლის პოტენციალი.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე მეწარმეებს ესაუბრა „სოლიდარობის ბრენდინგის“ ძირითად მახასიათებლებზე, მიზნებსა და ამოცანებზე. შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების მოსახლეობას, გარდა სხვა ბევრი პრობლემისა, დე-ფაქტო რეჟიმის პოლიციისა თუ სამხედრო ძალების მხრიდან უკანონო ბორდერიზაციისა და გატაცების მუდმივი შიში აქვთ. რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მათი მცდელობები კი, ხშირად არასათანადოდაა მხარდაჭერილი და აღიარებული. ზოგიერთი ფერმერი მიიჩნევს, რომ უმჯობესია თავიდან აიცილონ რუსეთის წინააღმდეგობა - იმის შიშით, რომ ნებისმიერმა ქმედებამ, რომელიც ანტირუსულადაა აღქმული, შეიძლება შემდგომ უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთთან პარტნიორობა საუკეთესო ან ერთადერთი გზაა არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან თავის დასაღწევად. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ახალისებს კრემლის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ცდილობს გააძლიეროს დამარცხების განცდა და ამ ვითარებაში წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც ერთადერთი მხსნელი.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ. ამისათვის პროექტის ამოცანაა, ჩამოაყალიბოს ახალი ბრენდის იდენტობა, რომელიც გამოხატავს ფიზიკურ და ემოციურ სოლიდარობას ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს ტერიტორიის გასწვრივ შექმნილ წარმოებულ პროდუქციას. 

 

პროექტი მოიცავს სოლიდარობის ბრენდის შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე და მოუწოდებს ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს - მხარი დაუჭირონ ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას.

 

შეხვედრაზე მეწარმეებს დაურიგდათ სპეციალური კითხვარი, რომლის შემდგომი ანალიზიც პროექტს დაეხმარება მიზნობრივი, ინდივიდუალურად მორგებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

 

თითოეულმა მეწარმემ დიდი ინტერესი გამოხატა „სოლიდარობის ბრენდინგის“ მიმართ და სამომავლო თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა. მათ მიაჩნიათ, რომ რიგი ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია პროექტის ფარგლებში, დაეხმარებათ პროდუქციის რეალიზების ალტერნატიული გზების მოძიებასა და  წარმოების გაფართოებაში.

 

პროექტში ასევე ჩართული არიან კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ და გორის ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024