კამპანია „გმირობის ნაყოფი” The Anthem Awards-ის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 14 ივნისი 2024

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის, „სოლიდარობის ბრენდინგი – შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა“  ფარგლებში წარმოებულმა კამპანიამ - „გმირობის ნაყოფი“ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ წარმატებას მიაღწია.

 

2024 წელს კამპანია „გმირობის ნაყოფი", ნიუ-იორკში The Anthem Awards -ის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა კატეგორიაში - ეროვნული ცნობიერების ამაღლების კამპანია.

 

აღსანიშნავია, რომ კამპანიამ 2023-24 წლებში არაერთი ჯილდო დაიმსახურა პრესტიჟულ ფესტივალებზე: Ad Black Sea 2023 - 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, Jolbors Festival 2023 - ოქროს და ვერცხლის ჯილდოები და The Anthem Awards-ის ოქროს მედალი - გამარჯვებული ეროვნული ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.

 

2022 წელს, USAID-ის, Zinc Network-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთიანი ძალისხმევით, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ფერმერებმა “გმირობის ნაყოფის” ბრენდის ქვეშ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები „კარფურის“ (თბილისი მოლი, East Point-ი), „ზღაპარისა“ (30-მდე ფილიალში) და „სმარტის" (გორი, კახეთი, გუდაური) მაღაზიათა ქსელებში განათავსეს. 

 

კამპანიის მიზანი იყო, ქართველ მომხმარებლებს დახმარებოდა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქციის იდენტიფიცირებასა და შეძენაში.

 

“გმირობის ნაყოფი” კრეატიულ სააგენტო ,,Leavingstone“-თან ერთობლივი მუშაობითა და Zinc Network-ის მხარდაჭერით მომზადდა.



პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, USAID-ისა და ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარებით, პროექტის - სოლიდარობის ბრენდინგი: შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - ფარგლებში.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025
განცხადებები

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024