ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის, „სოლიდარობის ბრენდინგი – შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა“ ფარგლებში წარმოებულმა კამპანიამ - „გმირობის ნაყოფი“ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ წარმატებას მიაღწია.
2024 წელს კამპანია „გმირობის ნაყოფი", ნიუ-იორკში The Anthem Awards -ის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა კატეგორიაში - ეროვნული ცნობიერების ამაღლების კამპანია.
აღსანიშნავია, რომ კამპანიამ 2023-24 წლებში არაერთი ჯილდო დაიმსახურა პრესტიჟულ ფესტივალებზე: Ad Black Sea 2023 - 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, Jolbors Festival 2023 - ოქროს და ვერცხლის ჯილდოები და The Anthem Awards-ის ოქროს მედალი - გამარჯვებული ეროვნული ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.
2022 წელს, USAID-ის, Zinc Network-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთიანი ძალისხმევით, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ფერმერებმა “გმირობის ნაყოფის” ბრენდის ქვეშ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები „კარფურის“ (თბილისი მოლი, East Point-ი), „ზღაპარისა“ (30-მდე ფილიალში) და „სმარტის" (გორი, კახეთი, გუდაური) მაღაზიათა ქსელებში განათავსეს.
კამპანიის მიზანი იყო, ქართველ მომხმარებლებს დახმარებოდა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქციის იდენტიფიცირებასა და შეძენაში.
“გმირობის ნაყოფი” კრეატიულ სააგენტო ,,Leavingstone“-თან ერთობლივი მუშაობითა და Zinc Network-ის მხარდაჭერით მომზადდა.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, USAID-ისა და ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარებით, პროექტის - სოლიდარობის ბრენდინგი: შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - ფარგლებში.
რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული
16.05.2024