IDFI-ის კამპანიამ - “გმირობის ნაყოფი” საერთაშორისო წარმატება მოიპოვა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 3 ოქტომბერი 2023

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის, „სოლიდარობის ბრენდინგი – შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა“  ფარგლებში წარმოებულმა კამპანიამ - „გმირობის ნაყოფი“ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ წარმატებას მიაღწია.

 

16 სექტემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში, კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2023-ის დაჯიდლოების ცერემონია გაიმართა. ქართული კრეატიული სააგენტოების ნამუშევრებმა აღნიშნულ ფესტივალზე 26 ჯილდო მოიპოვა 13 კატეგორიაში, რომელსაც საერთაშორისო ჟიურის ოთხი გუნდი აფასებდა. IDFI-ის წარმოებული კამპანია ”გმირობის ნაყოფი” 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მფლობელი გახდა:

 

ვერცხლი - Sustainable Development Goals - People

ვერცხლი - Brand Experience & Activation -Launch / Re-launch

ბრინჯაო - Creative Strategy - Corporate Purpose & Social Responsibility

 

    

 

“გმირობის ნაყოფის” კამპანიამ ასევე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ პრესტიჟულ ფესტივალზე - Jolbors Festival 2023, სადაც ოქროსა და ვერცხლის მფლობელი გახდა შემდეგ კატეგორიებში: 

ოქრო - Marketing - Brand Launch / Re-launch

ვერცხლი - PR  - ESG projects

 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და აღმოსავლეთ აზიიდან.

 

2022 წელს, USAID-ის, Zinc Network-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთიანი ძალისხმევით, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ფერმერებმა “გმირობის ნაყოფის” ბრენდის ქვეშ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები „კარფურის“ (თბილისი მოლი, East Point-ი), „ზღაპარისა“ (30-მდე ფილიალში) და „სმარტის" (გორი, კახეთი, გუდაური) მაღაზიათა ქსელებში განათავსეს. 

 

კამპანიის მიზანი იყო, ქართველ მომხმარებლებს დახმარებოდა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქციის იდენტიფიცირებასა და შეძენაში.

 

“გმირობის ნაყოფი” კრეატიულ სააგენტო ,,Leavingstone“-თან ერთობლივი მუშაობითა და Zinc Network-ის მხარდაჭერით მომზადდა.



პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, USAID-ისა და ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარებით, პროექტის - სოლიდარობის ბრენდინგი: შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - ფარგლებში.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024