სტატია

22 ოქტომბერი 2021 image

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) ვიზიტი ბათუმი - საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა სამარხების აღმოჩენისა და ექსჰუმაციის დაგეგმვა

2021 წლის 20 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) წარმომადგენლები, არქეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ტომაშ ბორკოვსკი (Tomasz Borkowski) და არქეოლოგი, კრიშტოფ მიკოლაიჩიკი (Krzysztof Mikolajczyk) ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მეუფის, დიმიტრის მოწვევით ვიზიტით იმყოფებოდნენ ბათუმში, სადაც ადგილზე გაეცნენ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხებს. პოლონელი სპეციალისტების ვიზიტს ორგანიზება გაუწია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა.

 

20 ოქტომბერი 2021 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

18 ოქტომბერს დაიწყო 2021-2022 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საბაკალავრო კურსის მონაწილეებისათვის. საბაკალავრო საფეხურზე შერჩეული 22 მონაწილე, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს როგორიცაა „კარგი მმართველობა და კორუფცია“ და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“. 

 

19 ოქტომბერი 2021 image

ბათუმის გიმნაზია-პანსიონში საბჭოთა რეპრესიების შესახებ საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა

11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბათუმში, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონში International Coalition of Sites of Conscience მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინტერ-რელიგიური ურთიერთგაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით“ - ფარგლებში განახორციელა ძირითადი აქტივობები.

15 ოქტომბერი 2021 image

IDFI-ის ტრენინგი მონაცემთა ჟურნალისტებისთვის

2021 წლის 15 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონიტორინგისა და მონაცემების მოძიების მეთოდების შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გამართა.

 

13 ოქტომბერი 2021 image

ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის

2021 წლის 7-8 ოქტომბერს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების თემატიკაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.

 

1 ოქტომბერი 2021 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

30 სექტემბერს გაიმართა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის 2019-2020 და 2020-2021 წლების მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებისას პროგრამის მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს პროგრამის შედეგად შეთავაზებული სასწავლო მოდულების, და აკადემიური კურსების, დასრულება გადაეცათ სერტიფიკატები. 

29 სექტემბერი 2021 image

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხები წინასაარჩევნოდ კვლავ პრობლემურია

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული მმართველობისა და პოლიტიკური სტაბილურობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ-ერთი არსებითი ნიშანი კი პოლიტიკური კონკურენტუნარიანობაა, რასაც დიდწილად პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობა განსაზღვრავს.

28 სექტემბერი 2021 image

მართლმსაჯულების ტენდენციები და სასამართლო სტატისტიკა - დისკუსია და ვებგვერდის პრეზენტაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, მართლმსაჯულების ტენდენციებსა და სასამართლო სტატისტიკაზე დისკუსია გამართა.

 

27 სექტემბერი 2021 image

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის - პრეზენტაცია

დღეს, სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბეს “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის.” კოალიციის მთავარი მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული საფრთხეების საპასუხოდ საერთო ეროვნული და საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბებაა.

22 სექტემბერი 2021 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური საკითხები - ესეების კრებული

წინამდებარე კრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე სტუდენტების მიერ მომზადებულ ესეებს აერთიანებს. ესეების კონკურსი 2021 წლის 14 მაისს გამოცხადდა და მასში სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ათეულობით სტუდენტი მონაწილეობდა.