სტატია

21 სექტემბერი 2021 image

სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამა - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები - დაიწყო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით დაგეგმილი სასწავლო პროგრამისთვის: დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, მონაწილეთა შერჩევა დასრულდა.

17 სექტემბერი 2021 image

არქივები და კონსპირაციის თეორები: ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაგალითი

გასაგებია, რომ კომუნისტური საიდუმლო სამსახურების არქივის გახსნას დიდი მოლოდინი მოჰყვება. საზოგადოება იმედოვნებს, რომ არქივების გახსნა დიდი ხნის ნანატრ პასუხს გასცემს კომუნისტური რეჟიმის საქმიანობასა, მის დაშლას და რომ ეს ნაბიჯი გამოიწვევს ინსტიტუტების გამჭვირვალობას, აღადგენს სამართლიანობას და გზას გაუხსნის ახალი ელიტების ჩამოყალიბებასა და მერიტოკრატიულ განვითარებას. ეს იმედები გასაგები და გონივრულია.

6 სექტემბერი 2021 image

IDFI თბილისის მერიას ღია მონაცემების პორტალის კონცეფციისა და ტექნიკური აღწერის შექმნაში დაეხმარა

IDFI-ის ჩართულობითა და USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) მხარდაჭერით, თბილისის მერიამ შეიმუშავა და დაამტკიცა კონცეფცია, რომლის საფუძველზეც ღია მონაცემების პორტალი უნდა შეიქმნას. პორტალის კონცეფციასთან ერთად, მომზადდა პორტალის დეტალური ტექნიკური აღწერა. 

 

1 სექტემბერი 2021 image

ანდრე ჟიდს – მოღალატეს

ანდრე პოლ გიიომ ჟიდი არის (1869-1951) ფრანგი მწერალი, რომელმაც 1947 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო, ჟურნალმა The New York Times კი სიკვდილის შემდეგ მას „თანამედროვე გზავნილების უდიდესი ფრანგი შემოქმედი“ უწოდა (France's greatest contemporary man of letters).

27 აგვისტო 2021 image

კიდევ ერთი უარი რეპრესირებულთა სუბსიდიის ზრდის მოთხოვნაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საზოგადოებამ „მემორიალი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან 2021 წლის 18 აგვისტოს მიიღო პასუხი ორგანიზაციების მიერ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილებზე, რომლებიც შეეხებოდა რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზრდას.

23 აგვისტო 2021 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტუდენტური კონფერენციის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა

2021 წლის 19 აგვისტოს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში გამოვლენილი 15 საუკეთესო ესეს ავტორი დააჯილდოვეს და მათ სერტიფიკატები გადასცეს. 

 

12 აგვისტო 2021 image

სახელფასო პოლიტიკა თვითმმართველობებში და პრემიერის დაპირება

2021 წლის 9 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს. შესაბამისად, 2022 წლიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა იგეგმება.

10 აგვისტო 2021 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზაფხულო სკოლა

2021 წლის 2-7 აგვისტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი საზაფხულო სკოლა გაიმართა.

5 აგვისტო 2021 image

IDFI-ის თანამშრომლებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა

30 ივლისიდან და 1-ლი აგვისტოს ჩათვლით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომლებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

 

3 აგვისტო 2021 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზაფხულო სკოლის გახსნა

2021 წლის 3 აგვისტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე IDFI-ისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი საზაფხულო სკოლის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.