სტატია

18 დეკემბერი 2020 image

IDFI-ის ონლაინ კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ: განხილული საკითხები და შედეგები

18 დეკემბერს, IDFI-მ ჩაატარა ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების გაძლიერება. კონფერენციის მიზანი გახლდათ ადგილობრივ დონეზე გამჭვირვალობის, მმართველობის ხარისხის, მუნიციპალური სერვისების მიწოდებისა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევების, დაგეგმილი რეფორმების, საჭირო ინტერვენციებისა და ინოვაციური მიდგომების განხილვა.

17 დეკემბერი 2020 image

IDFI გიწვევთ ონლაინ კონფერენციაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ ონლაინ კონფერენციაზე - ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების გაძლიერება

 

15 დეკემბერი 2020 image

IDFI საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2021 წლის ბიუჯეტში რეპრესირებულთა სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით მიმართავს

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი უახლოეს დღეებში კენჭს უყრის მთავრობის მიერ წარდგენილ 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ არ ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთათვის (შემდგომში: რეპრესირებულები)  7 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდას.

 

11 დეკემბერი 2020 image

პარლამენტები როგორც ღია მმართველობის რეფორმის მონაწილე მხარეები (ღია მმართველობის პარტნიორობის ვირტუალური სასწავლო ტური)

ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD)ორგანიზებით 9 და 10 დეკემბერს გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომელსაც ვირტუალური სასწავლო ტურის ფორმატი ჰქონდა. ვირტუალური სასწავლო ტური მიზნად ისახავდა საპარლამენტო ღიაობის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.

10 დეკემბერი 2020 image

IDFI გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის წინასასესიო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა

2020 წლის 8 დეკემბერს, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის წინასასესიო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გაეროში სხვა ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და გააჟღერეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც სასურველია შეხვედრაზე დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს მისცენ.

9 დეკემბერი 2020 image

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე: IDFI-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და არსებული გამოწვევები

9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე მნიშვნელოვანია კორუფციის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვისთვის.

 

7 დეკემბერი 2020 image

IDFI-მ გორის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხისა და სენაკის მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებს ღია მონაცემებზე ტრენინგი ჩაუტარა

4 დეკემბერს, IDFI-იმ გორის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ღია მონაცემების განკარგვისა და გამოქვეყნების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.

3 დეკემბერი 2020 image

ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის 2020 წლის მაჩვენებლები

Trace International-მა 19 ნოემბერს ბიზნესში კორუფციის რისკის შესახებ ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ბიზნესის კორუფციის რისკი 194 ქვეყანაში შეაფასა და ისინი 100 ქულიანი სისტემით შეაფასა, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს. 2020 წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზეა ბიზნესის კორუფციის რისკის 25 ქულით.

3 დეკემბერი 2020 image

IDFI-იმ ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ტრენინგი ჩაუტარა

2-3 დეკემბერს, IDFI-იმ ზუგდიდის მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.

1 დეკემბერი 2020 image

ლევან ავალიშვილის ლექცია - ინფორმაციის თავისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში

30 ნოემბერს, კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, საბაკალავრო სასწავლო კურსის მონაწილეებისათვის, ინფორმაციის თავისუფლებაზე ლექცია ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.