IDFI გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის წინასასესიო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 10 დეკემბერი 2020

2020 წლის 8 დეკემბერს, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის წინასასესიო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გაეროში სხვა ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და გააჟღერეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც სასურველია შეხვედრაზე დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს მისცენ.

 

წინასასესიო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი - ქეთევან კუკავა, რომელმაც ისაუბრა მართლმსაჯულების/სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების/ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხითსაქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ქეთევან კუკავამ ასევე გააჟღერა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

 

„სასამართლოს დამოუკიდებლობა ისევე, როგორც გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მყარი გარანტიების არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელება არსებითად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად  და საქართველოში კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად“ - განაცხადა ქეთევან კუკავამ.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მექანიზმის ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ ფასდება და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.

 

2021 წლის 26 იანვარს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში მესამედ შეფასდება. მიმოხილვა სხვა წყაროებთან ერთად დაეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და ანგარიშებს. გაეროს წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციებს სხვადასხვა მიმართულებით მისცემენ.

 

IDFI-ის ალტერნატიული ანგარიში იხილეთ აქ.

 

 

 

/public/upload/Article/Fair Trial - Judiciary.pdf

 

/public/upload/Article/Freedom of Expression Access to Information.pdf

 

/public/upload/Article/Prosecution Service.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024