პარლამენტები როგორც ღია მმართველობის რეფორმის მონაწილე მხარეები (ღია მმართველობის პარტნიორობის ვირტუალური სასწავლო ტური)

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 დეკემბერი 2020

ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით 9 და 10 დეკემბერს გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომელსაც ვირტუალური სასწავლო ტურის ფორმატი ჰქონდა. ვირტუალური სასწავლო ტური მიზნად ისახავდა საპარლამენტო ღიაობის შესახებ გამოცდილების გაზიარებას; სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის ღია მმართველობის პარტნიორობის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფისთვის OGP-ში ჩართულობასთან დაკავშირებით ცნობიერებას გაზრდას და სამოქალაქო საზოგადოების საპარლამენტო ღიაობის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმას.

 

ვირტუალური სასწავლო ტურის ფარგლებში მოხსენებით გამოვიდნენ: ჯო პაუელი - ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე - კახა კუჭავა; ასევე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე - ირინა ფრუიძე; სიერა-ლეონეს პარლამენტისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, და არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

ვირტუალური სასწავლო ტურის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კონფერენციის მონაწილეებთან საქართველოს საპარლამენტო ღიაობის გამოცდილებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საპარლამენტო ღიაობის პროცესის ხელშეწყობის შესახებ, მოხსენება გააკეთა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით მაისურაძემ. თავის გამოსვლაში დავით მაისურაძემ ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოს OGP-ში ჩართულობის და საპარლამენტო ღიაობის ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობას.  

 

გთხოვთ, იხილოთ, საპარლამენტო ღიაობის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ სესიის ელექტრონული მისამართი: https://fb.watch/2jgrhsiiYu/.

 

IDFI არის ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაცია მსოფლიოში. IDFI, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართო ინიციატივის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, ახორციელებს პროექტს ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024