კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე: IDFI-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და არსებული გამოწვევები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 9 დეკემბერი 2020

9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე მნიშვნელოვანია კორუფციის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვისთვის.

 

IDFI აქტიურად განაგრძობს კორუფციასთან ბრძოლის ხელშეწყობას. ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ძალისხმევა ანტიკორუფციული მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება; IDFI თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან ადგილობრივ დონეზე უფრო ღია და მონაწილეობითი მმართველობის დამკვიდრების მიზნით და ჩართულია ეროვნულ დონეზე ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებაზე სამოქალაქო ზედამხედველობის პროცესში. IDFI თვალყურს ადევნებს ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებას და აქტიურად მონაწილეობს მონიტორინგის პროცესში. IDFI-მ ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის თექვსმეტივე პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, გაუთვალისწინებელი დარჩა.

 

IDFI აკვირდება საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, აანალიზებს და პერიოდულად აქვეყნებს საერთაშორისო რეიტინგებს. საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ აღნიშნავენ რომ ქვეყანაში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია პრობლემად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა და მათი უმეტესობა მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მაღალი დონის კორუფცია სახელდება.

 

საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში ყველაზე პრობლემური მათი დამოუკიდებლობის საკითხია, რაც უმნიშვნელოვანესია კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფისთვის. აუცილებელია ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე შედეგიან რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს სამოხელეო დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

 

არსებული ანტიკორუფციული სისტემის ხარვეზების გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარე, რომ IDFI აცნობიერებს მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს, ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ფორმატში ადვოკატირებს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს.

 

ახალი კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისული სიტუაციის პირობებში IDFI განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ანტიკორუფციული მიმართულებით მუშაობას, რადგან კრიზისულ სიტუაციებში კორუფციის რისკები იზრდება. ორგანიზაცია თავიდანვე აქტიურად განიხილავდა პანდემიის ფარგლებში კორუფციული რისკების ზრდის საშიშროების საკითხს და მიუთითებდა Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების პრობლემურობაზე.

 

არსებული გამოწვევების საპასუხოდ უმნიშვნელოვანესია, საქართველომ პირნათლად შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინიციატივების პლატფორმებით სარგებლობა, სადაც საქართველოს, გარდა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა, შეუძლია იტვირთოს კონკრეტულ სფეროში ცვლილებების განხორციელების ვალდებულება.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024