სტატია

10 დეკემბერი 2020 image

IDFI გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის წინასასესიო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა

2020 წლის 8 დეკემბერს, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის წინასასესიო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გაეროში სხვა ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და გააჟღერეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც სასურველია შეხვედრაზე დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს მისცენ.

9 დეკემბერი 2020 image

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე: IDFI-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და არსებული გამოწვევები

9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე მნიშვნელოვანია კორუფციის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვისთვის.

 

7 დეკემბერი 2020 image

IDFI-მ გორის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხისა და სენაკის მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებს ღია მონაცემებზე ტრენინგი ჩაუტარა

4 დეკემბერს, IDFI-იმ გორის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ღია მონაცემების განკარგვისა და გამოქვეყნების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.

3 დეკემბერი 2020 image

ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის 2020 წლის მაჩვენებლები

Trace International-მა 19 ნოემბერს ბიზნესში კორუფციის რისკის შესახებ ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ბიზნესის კორუფციის რისკი 194 ქვეყანაში შეაფასა და ისინი 100 ქულიანი სისტემით შეაფასა, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს. 2020 წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზეა ბიზნესის კორუფციის რისკის 25 ქულით.

3 დეკემბერი 2020 image

IDFI-იმ ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ტრენინგი ჩაუტარა

2-3 დეკემბერს, IDFI-იმ ზუგდიდის მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.

1 დეკემბერი 2020 image

ლევან ავალიშვილის ლექცია - ინფორმაციის თავისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში

30 ნოემბერს, კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, საბაკალავრო სასწავლო კურსის მონაწილეებისათვის, ინფორმაციის თავისუფლებაზე ლექცია ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.

27 ნოემბერი 2020 image

თამარ ჩუგოშვილის ლექცია - კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა

26 ნოემბერს, კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსის მონაწილეებისათვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა, ჩაატარა ღია ლექცია.

27 ნოემბერი 2020 image

IDFI-იმ თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების შესახებ ტრენინგები გამართა

IDFI-იმ თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის 24 და 26 ნოემბერს ონლაინ ტრენინგები გამართა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების შესახებ.

 

24 ნოემბერი 2020 image

მსჯელობა დამოუკიდებლობაზე - პოლიციის ანგარიშვალდებულების საკითხის წამოწევა საჩივრების დამოუკიდებელი გამოძიების გზით

ბოლო 15 წლის მანძილზე ბრიტანეთისა და ირლანდიის კუნძულებზე შეიქმნა მთელი რიგი სააგენტოები, რომლებიც საპოლიციო საჩივრებისა და დისციპლინარული გადაცდომების დამოუკიდებელი გამოძიების საშუალებას იძლევა.

20 ნოემბერი 2020 image

Covid-19 და კონსტიტუციური კონტროლი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობის შეფასება

2020 წლის 9 ნოემბრიდან, საქართველოს 7 ძირითად ქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ მკაცრი პოლიტიკურ-სამართლებრივი კრიტიკა დაიმსახურა.