სტატია

5 მარტი 2021 image

IDFI-იმ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ერთობლივი პროექტი დაიწყეს

2021 წლის 5 მარტს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) დასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

 

4 მარტი 2021 image

კვლევის პრეზენტაცია „მხილების ინსტიტუტის გამოწვევები საქართველოში - კანონმდებლობა და პრაქტიკა“

4 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევის „მხილების ინსტიტუტის გამოწვევები საქართველოში - კანონმდებლობა და პრაქტიკა“ ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

 

1 მარტი 2021 image

IDFI-ის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი აქტივობები

წელს 1 საუკუნე შესრულდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. 100 წლის წინ საქართველოს ოკუპაციას წინ უძღვოდა რამდენიმე კვირის თავგანწირული ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად, რომელიც 25 თებერვლის შემდეგაც გაგრძელდა.

23 თებერვალი 2021 image

IDFI-ის ონლაინ კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ: განხილული საკითხები და შედეგები

18 თებერვალს, IDFI-მ ჩაატარა ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით, ხელოვნური ინტელექტი: საერთაშორისო ტენდენციები და საქართველო. კონფერენციის მიზანი გახლდათხელოვნური ინტელექტის გამოყენების საერთაშორისო სტანდარტების, ტენდენციების, გამჭვირვალობისა და ეთიკის პრინციპების, ასევე, საქართველოს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების ცალკეული მაგალითებისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვაზე მათი გავლენის განხილვა.

19 თებერვალი 2021 image

IDFI-მ საჯარო მოხელეებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტრენინგი ჩაუტარა

15 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI)საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩაატარა საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებაზე. 

17 თებერვალი 2021 image

IDFI-ის განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა

2021 წლის 11 თებერვალს სახალხო დამცველმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კონსტიტუციური უფლების - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დარღვევა დაადგინა.

 

15 თებერვალი 2021 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა 2019 და 2020 წლებში

2019 წლის ივნისში, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა,რომელიც უკვე მესამე წელია, რაც მიმდინარეობს.

8 თებერვალი 2021 image

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა vs. პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას საჯარო ინტერესის შემცველ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.

 

3 თებერვალი 2021 image

ონლაინ კონფერენცია - საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების აღმოჩენა, არქეოლოგიური და მეხსიერების კვლევები - საერთაშორისო გამოცდილება

2021 წლის 3 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), მეხსიერების კვლევების საერთაშორისო კოალიციისა (International Coalition of Sites of Conscience) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, გამართა ონლაინ კონფერენცია „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების აღმოჩენა, არქეოლოგიური და მეხსიერების კვლევები - საერთაშორისო გამოცდილება“.

2 თებერვალი 2021 image

დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ლექცია გამართა კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის.