სტატისტიკური მონაცემები 2018-2020 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლეთა შესახებ

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი | სტატია 5 მარტი 2021

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართსაქართველოს პოლიტიკის თანახმად, სახელმწიფოვალდებულია, შეიმუშაოს ოკუპირებულტერიტორიებზე სამშვიდობო პროცესისსაინიციატივო წინადადებები და ფორმატები, წარმართოს სამშვიდობო პროცესები დამონაწილეობა მიიღოს მათში. აღნიშნული პოლიტიკა, ასევე, გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო) მცხოვრები პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.

 

2018 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 2014-2017 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური მომსახურებით მოსარგებლეთა სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნით მიმართა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი გამოაქვეყნა ანგარიში ძირითადი მიგნებებით. იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ეფექტურია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკის ცალკეული ასპექტები და რამდენად სარგებლობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის პროგრამებით 2018 წლის შემდეგ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით კიდევ ერთხელ მიმართა 2020 წელს. სამინისტროდან ორგანიზაციამ გამოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

1. 2018-2020 წლებში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან,  საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მომსახურებით მოსარგებლეთა სტატისტიკური მონაცემები გაწეული მომსახურების სახეების და ხარჯების მიხედვით;
 
2. 2018-2020 წლებში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში რეფერალური მომსახურების პროგრამით მოსარგებლეთა სტატისტიკური მონაცემები გაწეული მომსახურების სახეების და ხარჯების მიხედვით.
 

ძირითადი მიგნებები

 

- 2017 წლის შემდეგ, საქართველოს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების რიცხვი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემცირდა ისევე, როგორც ბიუჯეტიდან მათ დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხა.
 
 
- 2014-2017 წლების მსგავსად, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა შორის  იყო აფხაზეთის - 1,402და ცხინვალის რეგიონის 424 მაცხოვრებელი.
 
 
- რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები 2018-2019 წლებში, 2014-2017 წლების მსგავსად, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში მიმართავენ.
 
 
- 2018-2020 წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან პირებმა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ყველაზე ხშირად გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით ისარგებლეს, რაზეც ჯამში 817,675 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.
 
 
- ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხის რაოდენობის მიხედვით, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებშიყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა გადაუდებელ სტაციონარულ (77,230,754.53 ლარი), გეგმიურ ქირურგიულ (19,369,000.73 ლარი) და გადაუდებელ ამბულატორიულ (12,255,903.54 ლარი) მომსახურებებზე.
 
 
- 2018-2020 წლებში აფხაზეთიდან უფრო მეტმა პირმა ისარგებლა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“, ვიდრე ცხინვალის რეგიონიდან. 
 
 
- 2019 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონში „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ მოსარგებლეთა რიცხვი 2018 წელთან შედარებით გაიზარდა, თუმცა 2020 წლის ოქტომბრამდე შეინიშნება კლება, რაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გადაადგილების შეზღუდვებთანაც შეიძლება იყოს კავშირში.
 
 

 

/public/upload/Analysis/GEO Statistics of the Use of the Georgian Healthcare Programs .pdf

___

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024