IDFI-იმ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ერთობლივი პროექტი დაიწყეს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 5 მარტი 2021

2021 წლის 5 მარტს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

 

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ყველაზე პრობლემურ სფეროებში პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებას. ამ მიზნის მისაღწევად IDFI,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით, იმუშავებს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, წაახალისებს არსებული გამოწვევების შესახებ პროფესიულ და აკადემიურ დისკუსიებს, ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

ღონისძიება IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა გახსნეს. IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელმა, ქეთევან კუკავამ ღონისძიების მონაწილეებს პროექტის ძირითადი მიზნები და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ცნობიერების ამაღლების აქტივობები, მომზადდება პუბლიკაციები, დაიგეგმება სამუშაო შეხვედრები შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პერსონალისათვის ჩატარდება ტრენინგები, ასევე, დაიგეგმება აქტივობები სტუდენტებისთვის. პროექტის აქტივობების განხორციელების შედეგად, გაძლიერდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას.

 

ონლაინ ფორმატში პროექტის დაწყებას სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

ახალი ინიციატივა საჯარო, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიურ კორპუსის ერთობლივი თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებასა და მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024