პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 დეკემბერი 2020

                                                                             

 

 

 

პროექტის სახელწოდება: პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
პროექტის ნომერი: 4000004558
გრანტის ოდენობა: 243,929 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 დეკემბერი 2020 – 28 თებერვალი 2022

 

პროექტის აღწერა

 

პროექტი ეხება საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმის გაძლიერებას პროფესიულ ჯგუფებსა და სტუდენტებში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლების, არსებულ გამოწვევებზე პროფესიულ და აკადემიურ წრეებში დისკუსიების წახალისებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ცნობიერების ამაღლების აქტივობები, გავრცელდება არაერთი პუბლიკაცია/ვიზუალიზაცია, დაიგეგმება სამუშაო შეხვედრები შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პერსონალისათვის ჩატარდება ტრენინგები, ასევე, დაიგეგმება შესაბამისი აქტივობები სტუდენტებისთვის. პროექტის აქტივობების განხორციელების შედეგად, გაძლიერდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას.

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ყველაზე პრობლემურ სფეროებში პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებას.

 

პროექტის ამოცანები

 

-       პროფესიული ჯგუფებისა და სტუდენტების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით.

 

-       პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ პროფესიული და აკადემიური დისკუსიების წახალისება.

 

-       სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება.

 

 

დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი 

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024