პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზაფხულო სკოლის გახსნა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 3 აგვისტო 2021

2021 წლის 3 აგვისტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე IDFI-ისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი საზაფხულო სკოლის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, სახელმწიფო ინსპექტორმა - ლონდა თოლორაიამ და საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა - მაიკე ვან კოლდამმა.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეჟიმის გაძლიერების და ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება დღითიდღე  უფრო ნათლად იკვეთება. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიც. ფარული მიყურადებისა და უკანონო ჩაწერების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა. საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებში, განსაკუთრებით კი სტუდენტებში, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, არსებულ გამოწვევებზე დისკუსიების გამართვა და შეხედულებების ურთიერთგაცვლა სწორედ დასახელებული მიზნის მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სამართლის სკოლის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები, ასევე მაგისტრანტები.

 

სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით აქტუალურ საკითხებს. დღის წესრიგით განსაზღვრულ აქტივობებში დაბალანსებულია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტები, გათვალისწინებულია ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც არსებითია მონაცემთა დაცვის მიმართულებით. 

 

საზაფხულო სკოლა ტარდება პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024