ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ტრენინგები | სტატია 13 ოქტომბერი 2021

2021 წლის 7-8 ოქტომბერს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების თემატიკაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.

 

პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმის გაძლიერებაა და მის ფარგლებში IDFI-მ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს.

 

ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სოფიო ჯიაძემ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა და IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეჟიმის გაძლიერების საჭიროება დღითიდღე  უფრო მეტად იკვეთება. ციფრული განვითარების ეპოქას თან ახლავს მონაცემთა კომპლექსურ დამუშავებასთან დაკავშირებული რისკები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით, კი აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერება და მისი ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათ შორის, მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, რამდენადაც სწორედ ეს დამოუკიდებელი უწყება, კონკრეტულად კი თქვენ, აქ მყოფი ადამიანები, დგახართ ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცვის სადარაჯოზე,“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

შეხვედრები წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების აქტიური ჩართულობით. ტრენერებად მოწვეულნი იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე, რომელთაც სიღრმისეულ პროფესიულ ცოდნასთან ერთად აქვთ სწავლების ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება. ტრენინგების დღის წესრიგი სპეციალურად შემუშავდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პერსონალის საჭიროებების გათვალისწინებით და მოიცავდა იმ პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებს, რომელიც სამსახურის საქმიანობისთვის რელევანტურია.

 

ტრენინგის ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

ტრენინგიჩატარდა პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024