IDFI-ის განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 17 თებერვალი 2021

2021 წლის 11 თებერვალს სახალხო დამცველმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კონსტიტუციური უფლების - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დარღვევა დაადგინა.

 

2020 წლის 8 ივლისს IDFI-მ წერილობით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და  მოითხოვა 2018-2020 წლებში მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემები და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  2020 წლის 16 ივლისის წერილით, დასაბუთების გარეშე, პერსონალურ მონაცემებსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე მითითებით, IDFI-ის უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე.

 

IDFI-ის პოზიციით, 2020 წლის 8 ივლისის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის მიმართ არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სამინისტროს ჰქონდა მისი გაცემის ვალდებულება.  მრჩევლებისბიოგრაფიულიმონაცემები, მათ შორის, მრჩევლისთანამდებობაზედასაქმებულპირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები მათი საქმიანობის მიზნიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროში შედის და მათზე უნდა ვრცელდებოდეს კონტროლის ის მექანიზმი, რომელსაც სამოქალაქო სექტორი ახორციელებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების გამოყენებით.

 

საკითხის შესწავლის მიზნით, 2020 წლის 27 ივლისს IDFI-მ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს.

 

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია კანონმდებლისგან მინიჭებული ფართო დისკრეცია - კონკურსის (რომლის მიზანი საუკეთესო კანდიდატის შერჩევა და საჯარო სამსახურში განწესების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა) და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესების გარეშე დანიშნოს პირი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან რიგ შემთხვევებში მასზე გასცეს დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მაღალი ხელფასი, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საზოგადოებრივი და მაღალი საჯარო ინტერესის სასარგებლოდ, ანუ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გასცეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მრჩევლების ხელშეკრულებებისა და ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობას სწორედ მათი საქმიანობის გამჭვირვალობის დონე განსაზღვრავს.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 2020 წლის 8 ივლისს გამოთხოვილი ინფორმაცია მართალია პერსონალური მონაცემების შემცველია, თუმცა საჯარო ინტერესის მატარებელია და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა მისი გაცემის პოზიტიური ვალდებულება.

 

ომბუდსმენმა ყურადღება ასევე გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამინისტროს არ დაუსაბუთებია, რა აღმატებული მიზნის მისაღწევად არ გასცა საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი ინფორმაცია და რატომ არ შეიძლებოდა კონკრეტულ პირთა უფლებების შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

 

სახალხო დამცველმა სრულად გაიზიარა IDFI-ს პოზიცია და დაადგინა, რომ დაირღვა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის გაცემით მიღებული სიკეთე აღემატებოდა საჯარო ინტერესისთვის მოსალოდნელ ზიანს, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.“

 

ომბუდსმენმა სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს დაავალოს ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ 2020 წლის 8 ივლისს  #FOI0720-03 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. ამასთან, „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის, 24-ე მუხლის მიხედვით, სამინისტრო ვალდებულია  განიხილოს ზემოთხსენებული რეკომენდაცია და გატარებული ღონისძიებების შესახებ 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს სახალხო დამცველს.

 

ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“  გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ პერსონალური მონაცემების დაცვაზე მითითება იქცა ინფორმაციის მიწოდებაზე უარის „უნივერსალურ“ საფუძვლად. ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ ხდება კონკრეტული ინფორმაციის საჯარო ინტერესის კუთხით შეფასება და ინფორმაციის გაცემაზე უარი დაინტერესებულ მხარეს მიეწოდება ყოველგვარი არგუმენტირებული მსჯელობის გარეშე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო ინტერესის საფუძველზე ინფორმაციის გაცემის პრეცედენტი იშვიათია და კონსტიტუციის მე-18 მუხლის მესამე ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის  ხსენებული ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ ამოქმედდა, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან უგულებელყოფილია, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია და სამართლებრივი დასაბუთება არსებითი მნიშვნელობის მქონეა არასწორი პრაქტიკის პოზიტიურად შეცვლის თვალსაზრისით.

 

/public/upload/Article/Doc1213.pdf

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023