დეზინფორმაციისა და პროპაგანდის პროგრამის პრაქტიკული კურსის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 ნოემბერი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სასემინარო კვირეულის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. მოკლევადიანი, უნარების განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკული კურსი: “რა არის დეზინფორმაცია და როგორ შემიძლია დავუპირისპირდე მას?”, 25-29 ოქტომბრის კვირაში ყოველდღიურად მიმდინარეობდა. სემინარებში მონაწილეობას იღებდნენ IDFI-სა და UG-ს ერთობლივი პროგრამის - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები” - მსმენელები და საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები.


მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ყოველდღიური დეზინფორმაციის გადამოწმების მექანიზმებს, დეზინფორმაციის გავრცელების თანამედროვე ხერხებს და ემსჯელათ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჟურნალისტური და მოქალაქეობრივი წვლილის შეტანის გზებზე.


კვირეულის განმავლობაში სულ ჩატარდა ოთხი სესია. თითოეული მოიცავდა დეზინფორმაციის კვლევის სხვადასხვა ასპექტს და მისი დაძლევის გზებს.


- სოფო გელავას, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორისა და ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიებების კვლევის ლაბორატორიის მკვლევრის სემინარი გააცნობდა სტუდენტებს დეზინფორმაციის ინტერნეტში გავრცელების სპეციფიკასა და გეოლოკაციის საშუალებით ინფორმაციის გადამოწმების ხერხებს.

 

- იაროსლავ ვალუჰი, მედია წიგნიერებისა და ფაქტების შემოწმების პროექტის მენეჯერი პრაღაში დაფუძნებული მედია განვითარების ორგანიზაციიდან (Transitions Prague), ესაუბრა მონაწილეებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოქალაქეების ჩართვა ფაქტების შემოწმებისა და უკეთესი საინფორმაციო გარემოს შექმნის პროცესში.

 

- ნინო გოზალიშვილის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მკვლევრისა და მოწვეული ლექტორის, სემინარი შეეხებოდა დეზინფორმაციის გავლენას საზოგადოებასა და დემოკრატიულ პროცესებზე. Სემინარის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს დეზინფორმაციის გავრცელებისა და მასთან დაპირისიპირების საქმეში პასუხისმგებლობის საკითხზე.

 

რევაზ თოფურია, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ფრანკლინის კლუბის აკადემიის ხელმძღვანელი, ესაუბრა მონაწილეებს თანამედროვე დეზინფორმაციის სპეციფიკის შესახებ და გააცნო ჰიბრიდულ ომში დეზინფორმაციის როლი.

 

29 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) რექტორი - კონსტანტინე თოფურია, პროგრამის ორგანიზატორებსა და ლექტორებთან ერთად შეხვდნენ პროგრამის მონაწილეებს. ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატებით დააჯილდოვეს სემინარის მონაწილეები და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

 

ღონისძიების გოტო გალერეა იხილეთ აქ.

 

სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭირით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024