სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამის “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 2 მარტი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით მიმდინარე სასწავლო პროგრამის: დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. პროგრaმაში ჩართულია 18 მონაწილე, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტს, რეგიონულ მედია საშუალებას, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საჯარო დაწესებულებებს.

 

 

გასულ სემესტრში მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს 3 აკადემიური კურსი და 2 სემინარი

 

მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ოთხ ახალ კურსს: 

 

- დეზინფორმაცია და საზოგადოება; 

- კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში; 

- არქივები, მედია და ფაქტები;

- კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლები.

 

აკადემიურ კურსებთან ერთად, მონაწილეებს შეეძლებათ ჩაერთონ უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც სემესტრის განმავლობაში დაორგანიზდება. 

 

კურსის დეზინფორმაცია და საზოგადოება, ლექტორები იქნებიან ნინო გოზალიშვილი და რევაზ თოფურია. 

 

- მნიშვნელოვანია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მოკლე და გრძელვადიანი გავლენების ანალიზი დემოკრატიულ რეჟიმებზე, ისევე როგორც დემოკრატიის, როგორც ძირითადი მმართველობის ფორმის, იდეის ტრანსფორმაციაზე. კურსის მონაწილეები შეძლებენ იმსჯელონ დეზინფორმაციის კავშირსა და ურთიერთგადაკვეთაზე ისეთ თანმდევ პოლიტიკურ დისკურსებთან, როგორიცაა ნაციონალიზმი და მემარჯვენე პოპულიზმი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დეზინფორმაციის გავლენას დემოკრატიზაციის პროცესებზე, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და იმსჯელონ პოსტ-სოციალისტური ქვეყნების მაგალითებზე. 

 

კურსის თემატიკა: დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თეორიული მიმართება დემოკრატიულ იდეალებთან; დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია მემარჯვენე რადიკალური ძალების მიერ; დეზინფორმაციის როლი პოპულისტურ პოლიტიკასა და დისკურსში; დეზინფორმაციის ეფექტები დემოკრატიზაციის პროცესზე. 

 

კურსის, კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, უხელმძღვანელებს დავით ზურაბიშვილი. 

 

- საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში დიდი როლი უჭირავს ერების კოლექტიურ მეხსიერებას. იმის გათვალისწინებით, ერთი მხრივ ევროპის უმეტესმა ქვეყნებმა ერთმანეთს აპატია წარსულის დანაშაულები და საერთო კულტურული და პოლიტიკური სივრცის შექმნას ცდილობს. ამავდროულად ვხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთი ცდილობს საბჭოთა კავშირიდან გასული სახელმწიფოებისთვის მეხსიერების საკუთარი ნარატივის მოხვევას თავს და პოლიტიკური პროცესების ამ კუთხით განსაზღვრას. შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისთვის მეხსიერების პოლიტიკის სწორი გააზრება ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს. 

 

ანტონ ვაჭარაძე გაუძღვება კურსს: “არქივები, მედია და ფაქტები”. 

 

- კურსის მსმენელებს, მომავალ ჟურნალისტებს ექნებათ საბაზისო ცოდნა, რათა შექმნან საკუთარი მედია პროექტები საარქივო მასალების საფუძველზე. კურსის მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილების შესახებ, თუ როგორ უნდა გადავიდეს იგი მედია ფორმატში და როგორ დაარწმუნონ რედაქტორები, რომ გამოაქვეყნონ მასალა ისტორიულ თემაზე. განხილული იქნება სტატიები და პროექტები, რომლების უკვე გამოქვეყნდა ისეთ ქართულ და საერთაშორისო პორტალებზე როგორებიცაა - პუბლიკა, რადიო თავისუფლება, BBC, საერთაშორისო მემორიალი, არზამასი და ა.შ. კურსის ბოლოს, თითოეული სტუდენტი მოამზადებს თემას ან მიკრო-კვლევას საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით. კურსის თემატიკა: არქივების რაობა და საარქივო დოკუმენტების სახეობები; საქართველოში დაცული არქივები და კვლევების შესაძლებლობა; პრაქტიკული ვიზიტები საქართველოს შსს არქივსა და სხვა არქივებში.

 

კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლების ლექტორი იქნება  ანდრო გოცირიძე.

 

- კიბერსივრცის მზარდი გამოყენების პროპორციულად იზრდება რისკები. სამწუხაროდ, იმუნიტეტი კიბერსაფრთხეებზე არ არსებობს. კურსი მსმენელს შეასწავლის მსოფლიოს და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს, კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, დესტრუქციული აქტორების კიბერშესაძლებლობებს, კიბერდომეინის გამოყენების ისტორიას თანამედროვე კონფლიქტებში, ასევე ატრიბუციისა და კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის მქონე ქცევის ძირითად პრინციპებს.

 

ვრცლად საგანმანათლებლო კურსის, მისი შინაარსისა და ლექტორების შესახებ: პროგრამის აღწერა და ლექტორების კომპეტენცია 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი უსურვებს მონაწილეებს წარმატებულ სემესტრს! 

 

 

სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭირით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024