Boot Camp - პოლარიზებული საზოგადოება ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 22 აგვისტო 2022

2022 წლის 18-20 აგვისტოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ორგანიზებით გაიმართა Boot Camp-ი: „პოლარიზებული საზოგადოება ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე“. Boot Camp-ში ჩართულნი იყვნენ აკადემიური და სასერტიფიკატო პროგრამის - “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორია და გაბათილების საშუალებები” მონაწილეები და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

ორდღიანი ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ჰიბრიდული ომის თანამედროვე  გამოწვევებზე, ინფორმაციის მანიპულირებასთან და პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ტენდენციებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  უკრაინაში რუსეთის აგრესიული შეჭრის თანმდევ პოლიტიკასა და უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით  საზოგადოების ბერკეტებს ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

 

ღონისძიების პირველ დღეს, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და IDFI-ის ასოცირებულმა მკვლევარმა, ნინო გოზალიშვილმა. მათ ისაუბრეს აღნიშნული ღონისძიების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე ყურადღება გაამახვილეს არსებულ ჰიბრიდულ გამოწვევებსა და, ამ მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის საჭიროებაზე.

 

ღონისძიების ერთ-ერთმა მომხსენებელმა,  კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებსა და კიბერუსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით  უკრაინის შემთხვევასთან მიმართებით. მან განიხილა კიბერუსაფრთხოების ქრონოლოგია, კიბერშეტევის სახეები და კიბეროპერაციების როლი, კინეტიკური და ფსიქოლოგიური ეფექტის კუთხით უკრაინაში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.

 

Boot Camp-ის მეორე დღეს, საქართველო უნივერსიტეტის (UG) საგამოძიებო მედია ლაბის ხელმძღვანელმა, სოფო გელავამ ისაუბრა ნარატივების ომზე, თუ როგორ ხორციელდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად საინფორმაციო ომი რუსეთის მხრიდან. აღნიშნულთან მიმართებით, განიხილა ღია წყაროების რაობა და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ღონისძიების მონაწილეებს გააცნო საინფორმაციო ომის ძირითადი მახასიათებლები. ასევე ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდული ომის მიზნებზე და საქართველოში მიმდინარე ნარატივების ომზეც. დასასრულს კი, ჯგუფური სამუშაოს საშუალებით, განხორციელდა, საქართველოს კონტექსტში, რუსული პროპაგანდისა  და მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების იდენტიფიცირება, ამ კუთხით საკითხის ფართო სპექტრით გაშლა და დისკუსია.

 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, გიორგი იაშვილმა, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ისაუბრა კიბერშეტევაზე, როგორც ჰიბრიდული ომის ელემენტზე. Boot Camp-ის მონაწილეებს კიდევ ერთხელ გააცნო ჰიბრიდული ომის თავისებურებები, ჰიბრიდულ ომში ჩართული სხვადასხვა აქტორის მიერ გამოყენებული მეთოდები, განიხილა კიბერ ომის რაობა და როლი ჰიბრიდულ ომთან მიმართებით, განსხვავებები ინფორმაციულ და კიბერ ომს შორის. ასევე ისაუბრა უკრაინის მაგალითზეც, კინეტიკურ და კიბერ აქტივობებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპისა და კიბერსივრცის ურთიერთმიმართების იურიდიულ საკითხებს. მოხსენების ბოლოს კი, შემაჯამებელი ფაქტორის კუთხით, განიხილა თუ როგორ უპასუხებს ქვეყანა კიბერ შეტევის გამოწვევებს.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, საქართველოს უნივერსიტეტის (UG) მოწვეულმა ლექტორმა და ფრანკლინის კლუბის დამფუძნებელმა რევაზ თოფურიამ Boot Camp-ის მონაწილეებისთვის სიმულაცია გამართა. აღნიშნული სიმულაციის ფარგლებში, მონაწილეებმა შეიმუშავეს ანალიტიკური დოკუმენტი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის როლის შესახებ ჰიბრიდულ ომში. პრაქტიკული მუშაობისთვის, ძირითადად, გამოყენებული იყო ქართული საზოგადოების შემთხვევები. სიმულაციის მოდერატორები იყვნენ IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე და IDFI-ის ასოცირებული მკვლევარი, ნინო გოზალიშვილი.

 

Boot Camp-ის დასასრულს, ნინო გოზალიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე და, ამ მხრივ, საზოგადოების ჩართულობაზე. იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიების მონაწილეები მომავალშიც გააგრძელებენ IDFI-ის აქტივობებში ჩართულობას სხვადასხვა მიმართულებით.

 

ღონისძიების ბოლოს, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა საბოლოო შეფასებების საფუძველზე გაიმართა დაჯილდოება.

 

Boot Camp-ი გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024