სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამა - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები - დაიწყო

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 21 სექტემბერი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით დაგეგმილი სასწავლო პროგრამისთვის: დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, მონაწილეთა შერჩევა დასრულდა. სულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 78-მა აპლიკანტმა. CV-ების და სამოტივაციო წერილების განხილვების შემდეგ, 35 აპლიკანტი გადავიდა გასაუბრების ეტაპზე, რომელიც მიმდინარეობდა 13-15 სექტემბერს. საბოლოო ჯამში, შეირჩა 17 მონაწილე, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და მედია სკოლის სტუდენტებთან ერთად ჩაერთვებიან პროგრამაში. შერჩეული მონაწილეები წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტს, რეგიონულ მედია საშუალებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საჯარო დაწესებულებებს.

 

სასერტიფიკატო პროგრამა 20 სექტემბრიდან დაიწყო და ორი სემესტრის მანძილზე მსმენელებს შესთავაზებს 6 სემესტრულ მოდულსა და რამდენიმე მოკლე სასწავლო სემინარს, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის, ისტორიის, მისი საზოგადოებრივი გავლენებისა და გაბათილების საშუალებებზე. ყველა შერჩეული მონაწილე, რომელიც აკადემიური წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის, სულ ცოტა 4 სასწავლო კურსს, მიიღებს პროგრამის გავლის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს. მსმენელებს ასევე საშუალება ექნებათ განავითარონ კვლევითი პროექტები და წარადგინონ ისინი გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილ საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაზე. კონკურსის შედეგად შერჩეული 10 საუკეთესო პროექტი/ნაშრომი გამოქვეყნდება IDFI-ისა და UG-ის ონლაინ საკომუნიკაციო გვერდებზე.

 

 

მიმდინარე, შემოდგომის სემესტრში, პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულია შემეგი სამი კურსი:

 

სტრატეგიული აზროვნება

ლექტორი: დავით ნარდაია

 

სტუდენტები  გაეცნობიან  სტრატეგიის ეტიმოლოგიასა და თანამედროვე სტრატეგიის საფუძვლებს, სტრატეგიასა და პოლიტიკას (policy) შორის არსებულ კავშირებს. დაუკავშირებენ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ მაგალითებს.

 

ლექტორის კვალიფიკაცია: დავით ნარდაია, 2020 წლიდან არის ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. მას გააჩნია 19 წლიანი გამოცდილება დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. 2002-2015 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსად, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად. 2015-2018 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატო-ში. 2018-2020 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2020 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. დ. ნარდაიას გააჩნია თსუ-ს (სოხუმის ფილიალი) ბაკალავრის ხარისხი (2002 წ.) საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიაში, თსუ-ს მაგისტრის ხარისხი (2004 წ.) საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიაში და აშშ-ის თავდაცვის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი (2011) საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.

 

უახლესი ისტორიის არქივები მედიისთვის

ლექტორი: ანტონ ვაჭარაძე

 

კურსი შეუქმნის დამსწრეებს საბაზისო ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ შექმნან საკუთარი მედია პროექტები საარქივო მასალების საფუძველზე. მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილების შესახებ. 

 

ლექტორის კვალიფიკაცია: ანტონ ვაჭარაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი, IDFI-ს საარქივო, მეხსიერების კვლევისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი. 8 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნულ არქივში, მათ შორის 6 წლის მანძილზე საისტორიო არქივის დირექტორის პოზიციაზე. აქვს არქივების კვლევის მრავალწლიანი გამოცდილება.

 

დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა

ლექტორი: სოფო გელავა

 

სტუდენტები მიიღებენ ცოდნას დეზინფორმაციის და საინფორმაციო ოპერაციების თანამედროვე სტრატეგიების, დეზინფორმაციის კვლევის მეთოდებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების, მეხსიერების პოლიტიკისა და ისტორიული ნარატივების როლის შესახებ.

 

ლექტორის კვალიფიკაცია: სოფო გელავა, პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი, ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიებების კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, Zinc Network-ის „საქართველოს ინფორმაციის სანდოობის პროგრამის“ ტექნიკური ინფორმაციისა და მონაცემების სპეციალისტი. აქვს დეზინფორმაციისა და საინფორმაციო ოპერაციების კვლევის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოს უნივერსიტეტში ასწავლის კურსს „ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ტექნიკები“. იყო მედიის განვითარების ფონდის პროექტ „მითების დეტექტორის“ მკვლევარი და მედიაწიგნიერების პროგრამების ხელმძღვანელი.

 

სემესტრის განმავლობაში, ასევე ჩატარდება მოკლე სემინარი, IDFI-ს პარტნიორი ორგანიზაციის Transitions Online (TOL) ტრენერების ჩართულობით: “რა არის დეზინფორმაცია და როგორ შემიძლია დავუპირისპირდე მას?”

 

ლექტორები: ნინო გოზალიშვილი; რევაზ თოფურია; სოფო გელავა; იაროსლავ ვალუჰი. 



ვრცლად საგანმანათლებლო კურსის, მისი შინაარსისა და ლექტორების შესახებ: პროგრამის აღწერა და ლექტორების კომპეტენცია 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ულოცავს შერჩეულ მონაწილეებს და მათ წარმატებულ აკადემიურ წელს უსურვებს! 

 

 

 

სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭირით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024