IDFI საერთაშორისო ქსელის - გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP) წევრი გახდა

სიახლეები | კოალიციური საქმიანობა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 22 ოქტომბერი 2021

დაარსების დღიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად მოქმედებს კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის გასაძლიერებლად, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად IDFI იყენებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პლატფორმას, მათ შორის, ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას (OGP) და ხელს უწყობს საქართველოში ბენეფიციარი საკუთრების გამჭვირვალობის სტანდარტების დანერგვასა და საქართველოს მიერთებას მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივაში (EITI)

 

მოპოვებითი მრეწველობის სფეროში ჩართული კომპანიების გამჭვირვალობისა და წიაღისეულის მოპოვებით მიღებული შემოსავლის შედეგად საერთო საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის ხელშეწყობის მიზნით IDFI გახდა PWYP-ის წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოდან. PWYP (Publish What You Pay - გამოაქვეყნე რასაც იხდი) არის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ინიცირებული საერთაშორისო მოძრაობა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მოპოვებითი მრეწველობის (წიაღი, ნავთობი და გაზი) სფეროში ჩართული ორგანიზაციების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას და მოპოვებით მრეწველობაში მიღებული შემოსავლის ზოგადი საზოგადოებრივი მიზნებისაკენ მიმართვას. აღნიშნულ ინიციატივას საერთაშორისო მასშტაბით შეერთებულია დაახლოებით 1000 ორგანიზაცია, ხოლო სხვადასხვა სახელმწიფოში ჩამოყალიბებულია არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან დაკომპლექტებული 51 კოალიცია. 

 

IDFI-ს მიზანია აქტიურად ისარგებლოს PWYP-ის პლატფორმით იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში ბენეფიციარი საკუთრების და მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის პრინციპების დანერგვას. IDFI, სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მრავალი წელია რაც ადვოკატირებს საქართველოში აღნიშნული პრინციპების დანერგვასა და განხორციელებას. მიზნის მისაღწევად IDFI-მ შეიმუშავა კვლევები, ორგანიზება გაუწია კონფერენციებს და მოიწვია უცხოელი ექსპერტები ცნობიერების ასამაღლებლად. PWYP-ში გაწევრება ხელს შეუწყობს კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო საზოგადოების შემდგომ გაერთიანებას და საქართველოში მოპოვებითი მრეწველობის სფეროში გამჭვირვალობის დანერგვას. 




კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024