ვებგვერდის პრეზენტაცია - www.historyproject.ge

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 დეკემბერი 2021

2021 წლის 1 დეკემბერს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვებგვერდის - www.historyproject.ge პრეზენტაცია გამართა.  

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარემ, გურამ სოსელიამ. მათ ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. აღნიშნეს, რომ IDFI-სთან ერთად არაერთი ღონისძიება განხორციელებულა და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. გიორგი კეკელიძემ მზადყოფნა გამოთქვა, მხარში დაუდგეს ვებგვერდს ყველა იმ მნიშვნელოვანი გამოცემისა და სტატიის ციფრული ასლების თავმოყრაში, რომელიც შეეხება მე-20 და 21-ე საუკუნის ისტორიას.

 

გურამ სოსელიამ საზოგადოება „მემორიალის“ არქივის გაციფრულებისა და ვებგვერდზე თავმოყრის მზაობა გამოთქვა. საზოგადოების დოკუმენტები IDFI-ში ინახება და რეპრესირებულის შესახებ მათი ახლობლების და შთამომავლების მოგონებებს ინახავს. ხშირ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივის დიდი ნაწილი განადგურებულია, ეს მოგონებები ზოგიერთი რეპრესირებულის შესახებ ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.

 

IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ღონისძიების მონაწილეებს ვებგვერდი - www.historyproject.ge წარუდგინა, გააცნო მისი შინაარსობრივი და ტექნიკური მხარე.

 

"ვებგვერდის შექმნის მიზანია საზოგადოება  გახადოს მეტად ინფორმირებული საბჭოთა წარსულისა და უახლესი ისტორიის შესახებ. ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ. ვებგვერდზე განთავსებულია სტატიები, საარქივო და მეხსიერების კვლევები, სიახლეები, ისტორიული ფაქტები, ქუიზები, წიგნები, ფოტო-ვიდეო გალერეა და საარქივო დოკუმენტების ბაზა, რომელიც მოიცავს დოკუმენტებს კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით. " - აღნიშნა ანტონ ვაჭარაძემ.

 

მან ასევე ისაუბრა, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს უახლესი ისტორიის ცოდნას, ასევე ახალგაზრდა თაობის მზარდ ინტერესსა და ჩართულობას შესაბამის დისკუსიებში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ასევე აღნიშნა, რომ IDFI დიდ ყურადღებას აქცევს უახლესი ისტორიის შესწავლას და განსაკუთრებით ტოტალიტარული, დამნაშავე კომუნისტური სახელმწიფოს წარსულის კვლევას, ვინაიდან, რეჟიმმა საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე შეიწირა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება მრავალი წლით შეაჩერა. ისტორიის შესწავლა და სწორი გააზრება კი აუცილებელია, რათა ის ნაწილობრივ ან სრულად არ განმეორდეს.

 

პრეზენტაციაზე მონაწილეებმა ვებგვერდის საშუალებით, რეპრესირებულთა ისტორიებზე შექმნილი ქუიზი შეავსეს, სწორი პასუხის ავტორებს კი, სამახსოვროდ წიგნები გადაეცათ.

 

ღონისძიების ბოლოს დაანონსდა ესეების კონკურსი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თემაზე „საბჭოეთი თანამედროვე საქართველოს მეხსიერებაში“. კონკურსის მიზანია სტუდენტებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში უახლესი ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

 

ვებგვერდი დამზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ორგანიზაციული მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.

 

ღონისძიების ფოტო გალერეა იხილეთ  აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024