ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის 2021 წლის მაჩვენებლები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | სტატია 18 ნოემბერი 2021

Trace International-მა 17 ნოემბერს ბიზნესის კორუფციის რისკის შესახებ ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ბიზნესის კორუფციის რისკი 194 ქვეყანაში შეაფასა 100-ქულიანი სისტემით, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს. 2021 წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 194 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა ბიზნესის კორუფციის რისკის 26 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, როდესაც ქვეყანა 194 ქვეყანას შორის 25 ქულით 28-ე ადგილს იკავებდა. როგორც 2019, ისე 2018 წლის მონაცემებით საქართველო 200 ქვეყანას შორის 26 ქულით 27-ე ადგილზე იყო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ საუკეთესო მაჩვენებელი 2017 წელს დააფიქსირა, როცა ქვეყანამ 200 სახელმწიფოს შორის 25-ე ადგილი დაიკავა 23 ქულით. აღნიშნული მონაცემებიდან იკვეთება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკი ეტაპობრივად იმატებს. 

 

 

საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კორუფციის რისკის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დანიაში და, შესაბამისად, ქვეყანა ორი ქულით რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ბიზნესის კორუფციის ყველაზე მაღალი რისკი კი გამოვლინდა ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც რეიტინგში 94 ქულით ბოლო - 194-ე ადგილზეა. 

 

Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის მატრიცა კორუფციის ბუნებას შეისწავლის შემდეგი  ოთხი მიმართულებით:

 

1. კორუფციის შესაძლებლობის რისკი - მოიაზრება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი. აღსანიშნავია, რომ კორუფციის შესაძლებლობის მიმართულების სამი კომპონენტიდან ერთ-ერთში - ბიზნესის ხელისუფლებასთან ურთიერთობა - საქართველომ საუკეთესო შეფასება - 1 ქულა დაიმსახურა და კომპონენტში პირველი ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში, ამ მიმართულებაში ქვეყანას 19 ქულა აქვს. შეფასებული ოთხი მიმართულებიდან საქართველოში ყველაზე დაბალი კორუფციული რისკი სწორედ კორუფციის შესაძლებლობაში დაფიქსირდა. თუმცა,  აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია 2020 წლის მონაცემთან შედარებით, როდესაც ქვეყანას 17 ქულა ჰქონდა.

 

2. კორუფციის შესაძლებლობის რისკი - მოიაზრება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი. საქართველომ ამ მიმართულებაში 19 ქულა დაიმსახურა. შეფასებული ოთხი მიმართულებიდან საქართველოში ყველაზე დაბალი კორუფციული რისკი სწორედ კორუფციის შესაძლებლობაში დაფიქსირდა. თუმცა,  აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია 2020 წლის მონაცემთან შედარებით, როდესაც ქვეყანას 17 ქულა ჰქონდა. 

 

3. კორუფციული რისკების აღკვეთა - გულისხმობს ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებას და საზოგადოების დამოკიდებულებას კორუფციის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებული ოთხი მიმართულებიდან წინა წელთან შედარებით საქართველომ მხოლოდ კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულებით დააფიქსირა მცირედი გაუმჯობესება, ამ მიმართულებაში საქართველოს კორუფციული რისკის მაჩვენებელი ოთხ მიმართულებას შორის მაინც ყველაზე მაღალია და 38 ქულით ფასდება. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 39-ს შეადგენდა. 

 

4. გამჭვირვალობა - მოიაზრება ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციების ღიაობის ხარისხი, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა და სიჯანსაღე. საქართველოს აღნიშნული მიმართულებით 28 ქულა აქვს მინიჭებული, რაც ორი ქულით გაუარესებული მაჩვენებელია 2020 წელთან შედარებით.

 

4. ზედამხედველობა - მოიაზრებს მედიის ხარისხს და მის თავისუფლებას, ისევე, როგორც საზოგადოების ჩართულობას. საქართველოს ამ მიმართულებაში 29 ქულა აქვს. 2020 წელს ზედამხედველობის მიმართულებით ქვეყნის მაჩვენებელი 28-ს შეადგენდა. 

 

განხილული მიმართულებებიდან კორუფციის ყველაზე დაბალი რისკით შეფასდა და, შესაბამისად, ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ მიიღო კორუფციის შესაძლებლობაში. კორუფციის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ შეფასდა და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულა დაფიქსირდა კორუფციული რისკების აღკვეთაში. რაც შეეხება გამჭვირვალობასა და ზედამხედველობას, აღნიშნულ მიმართულებებში საქართველომ თითქმის თანაბარი ქულები აიღო (შესაბამისად, 28 და 29).

 


Trace International-ის 2021 წლის ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით ყველაზე დაბალი კორუფციული რისკის მქონე ქვეყნების ხუთეულში შედის: დანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და ახალი ზელანდია. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ დაიმსახურა და 31 ქულით 39-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე მაღალი რისკი კი დაფიქსირდა ბელარუსში, რომელმაც 58 ქულით 144-ე ადგილი დაიმსახურა.

 

____

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024