IDFI-მ სტუდენტებთან ციფრული უსაფრთხოებისა და უფლებების შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩაატარა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 22 ნოემბერი 2021

22 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლებმა, თეონა ტურაშვილმა და ნინო გოზალიშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან. მონაწილეებს წარედგინათ IDFI-ს მიერ ციფრული უსაფრთხოებისა და უფლებების შესახებ ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები.

 

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ციფრული და კიბერუსაფრთხოების კუთხით საქართველოში მთავარ გამოწვევების შესახებ. ასევე, შეხვედრა შეეხო ამ სფეროში ახლახან მიღებული სტრატეგიისა და ინფორმაციული უსაფრთხოების განახლებული კანონის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებას. ამავდროულად, განხილვა და დისკუსია წარიმართა ციფრული წიგნიერების მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით მთავარ საჭიროებების გარშემო. 

 

სტუდენტებმა ასევე მოისმინეს იმ ძირითადი გამოწვევებისა და კვლევის მიმართულებების შესახებ, რომელთა განვითარებაც მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტში. დისკუსია კი დაეთმო ონლაინ სივრცეში ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ საერთაშორისო კონტექსტში არსებული რეგულაციების  მიმოხილვას. 


შეხვედრა დისკუსიით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა ისაუბრეს მათ ინტერესებზე კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული მანიპულირების მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის პროგრამის მსმენელები. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სრული აკადემიური კურსის გავლის საშუალება ექნებათ.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025
განცხადებები

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024