პირადი ცხოვრების ონლაინ სივრცეში დაცულობა საქართველოში

პროექტები | დასრულებული პროექტები 26 აგვისტო 2021

    

 

პროექტის სახელწოდება: პირადი ცხოვრების ონლაინ სივრცეში დაცულობა საქართველოში

დონორი ორგანიზაციები: ინტერნიუსი (Internews) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო
ბიუჯეტი: $14,987.50
პროექტის ხანგრძლივობა:  2021 წლის 26 აგვისტო – 2021 წლის 25 ნოემბერი

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

პროექტის ფარგლებში IDFI მიზნად ისახავს კვლევის ჩატარებას და ანალიტიკური მასალების მომზადებას (მაგ. ბლოგები, სტატიები, ანგარიში), რომელიც გამოავლენს საქართველოში ციფრული კონფიდენციალობის დაცვის კუთხით არსებულ მთავარ გამოწვევებს, მოახდენს საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით ადვოკატირების კამპანიების წამოწყებას. ციფრული კონფიდენციალობა - ეს არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ციფრულ უფლებებს, ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას. შესაძლოა გამოვყოთ სამი ძირითადი გამოწვევა - კიბერშეტევები, პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტები და მანიპულირებული ონლაინ მასალა. გამომდინარე იქიდან, რომდღესდღეობით, პერსონალური მონაცემების უმეტესობა განთავსებულია ციფრულ სისტემებსა და ქსელებში, კიბერშეტევების სიხშირიდან გამომდინარე ვაწყდებით პირის პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტებს, რაც ხელყოფს მათ ციფრულ უფლებებსა და კონფიდენციალობას. გარდა ამისა, ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებები და ციფრული თავისუფლებების კომპონენტები - ინფორმაციის თავისუფლება და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობა - იზღუდება მანიპულირებული ონლაინ მასალის გამიზნულად გამოყენებით, მათ შორის პოლიტიკური აქტორების მიერ გავრცელებული მანიპულირებული მასალით, აგრეთვე ყალბი ანგარიშებისა და გვერდების შექმნით. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, როდესაც საფრთხე ექმნება ინტერნეტის თავისუფლების   ძირითად კომპონენტებს, საჭიროა ერთიანი და ყოვლისმომცველი მიდგომის შემუშავება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში ციფრული კონფიდენციალობის დაცვის შესაფასებლად, მასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის და ეფექტური მიდგომების შემუშავებისთვის, IDFI-ის კვლევა კიბერუსაფრთხოებაზე, პერსონალური მონაცემების ონლაინ სივრცეში დაცვასა და მანიპულირებული ონლაინ მასალის წინააღმდეგ ბრძოლაზე ერთდროულად აიღებს ორიენტირს.

 

საქართველოში ციფრული თავისუფლებებისა და კონფიდენციალობის დასაცავად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და მანიპულირებული ონლაინ მასალის მიმართულებით, შემდგომ კი, გამოვლენილ საფრთხეებთან საბრძოლველად რეკომენდაციების შემუშავება - საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი ადვოკატირების კამპანიების დანერგვისა და ერთიანი მიდგომის განხორციელების გზით.

 

ამ მიზნით, პროექტი ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:

  

1. მონაცემების შეგროვება

2. ინტერვიუების / ფოკუს ჯგუფების ჩატარება

3. მონაცემთა ანალიზი

4. ბლოგებისა და ფინალური ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება

5. ანგარიშის მიგნებებზე დაყრდნობით ვიზულური მასალის მომზადება და გავრცელება

6. შემუშავებულ პოლიტიკის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით

7. სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციის გამართვა ციფრული კონფიდენციალობის შესახებ, კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით

 

პროექტის აქტივობები და ბიუჯეტი

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024