22 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლებმა, თეონა ტურაშვილმა და ნინო გოზალიშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან. მონაწილეებს წარედგინათ IDFI-ს მიერ ციფრული უსაფრთხოებისა და უფლებების შესახებ ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ციფრული და კიბერუსაფრთხოების კუთხით საქართველოში მთავარ გამოწვევების შესახებ. ასევე, შეხვედრა შეეხო ამ სფეროში ახლახან მიღებული სტრატეგიისა და ინფორმაციული უსაფრთხოების განახლებული კანონის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებას. ამავდროულად, განხილვა და დისკუსია წარიმართა ციფრული წიგნიერების მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით მთავარ საჭიროებების გარშემო.
სტუდენტებმა ასევე მოისმინეს იმ ძირითადი გამოწვევებისა და კვლევის მიმართულებების შესახებ, რომელთა განვითარებაც მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტში. დისკუსია კი დაეთმო ონლაინ სივრცეში ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ საერთაშორისო კონტექსტში არსებული რეგულაციების მიმოხილვას.
შეხვედრა დისკუსიით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა ისაუბრეს მათ ინტერესებზე კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული მანიპულირების მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის პროგრამის მსმენელები. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სრული აკადემიური კურსის გავლის საშუალება ექნებათ.
1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა
05.08.2024ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024
29.07.2024