ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

პუბლიკაციები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 29 ივლისი 2024

ანალიზი მოამზადა კატერინა მადალოვამ, KohoVolit.eu



ძირითადი მიგნებები

 

- ბენეფიციარი მესაკუთრეობის მონაცემების სფეროში სლოვაკეთი ევროკავშირში მოწინავე ქვეყანა იყო, 2015 წელს პირველი რეესტრის და 2017 წელს საჯარო სექტორის პარტნიორების ინოვაციური რეესტრის (RPVS) შემოღებით.

 

- მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, 2024 წელს სლოვაკეთის მხრივ სერიოზული კრიტიკა გამოითქვა ევროკომისიის მხრიდან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დირექტივის იმპლემენტაციის ხარვეზების გამო.

 

- ბენეფიციარი მესაკუთრეობის ფუნქციონალური რეესტრის არარსებობა, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს, მნიშვნელოვან რისკს უქმნის სლოვაკეთის ფინანსური სისტემის კეთილსინდისიერებას.

 

- ევროპული სასამართლოს 2022 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობის შესახებ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა და მოითხოვს გამჭვირვალობის ახალ მიდგომებს.

 

- დარჩენილია გამოწვევები მონაცემთა სიზუსტის კონტროლის, ვალდებულებების აღსრულებისა და სხვადასხვა რეესტრების ურთიერთდაკავშირების სფეროებში.

 

- კონკრეტული შემთხვევის კვლევები (მაგ. Váhostav, Pavol Gašpar) ნათლად აჩვენებს მიმდინარე პრობლემებს მესაკუთრეობის სტრუქტურების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

 

- ექსპერტების მიერ შემოთავაზებულია სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მეთოდებს, მათ შორის რეესტრებს შორის მონაცემთა ავტომატური შედარებისა და ინფორმაციის უკეთესი საერთაშორისო გაზიარების ჩათვლით.



1. შესავალი 

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბენეფიციარი მესაკუთრეობის გამჭვირვალობის სფეროში სლოვაკეთის რესპუბლიკამ ტურბულენტური გზა გამოიარა. 2015 წლის მოწინავე ქვეყანა 2024 წლისთვის ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ ევროკომისიის მხრიდან სერიოზული კრიტიკის წინაშე დგას ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დირექტივის არასათანადო შესრულების გამო. 

 

წინამდებარე ანალიზი ასახავს სლოვაკეთში კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარებას ბენეფიციარი მესაკუთრეობის მონაცემების სფეროში 2015 წლიდან დღემდე (2024). Აქცენი გაკეთდება თავდაპირველ წარმატებებზე და ინოვაციურ მიდგომებზე, ამ მექანიზმების ეტაპობრივ ეროზიაზე, არსებულ მდგომარეობასა და მის შედეგებზე, ისევე როგორც გამოწვევებზე სლოვაკეთის წინაშე ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების კონტექსტში.

 

არსებული სიტუაცია ხასიათდება ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ბენეფიციარი საკუთრების ფუნქციური რეესტრის არარსებობით, რაც მნიშვნელოვან რისკს უქმნის სლოვაკეთის ფინანსური სისტემის კეთილსინდისიერებას. ამ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ევროპული სასამართლოს 2022 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბენეფიციარ მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.



2. საკანონმდებლო განვითარება

 

2.1 აქტი No297/2008 დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ:

 

- ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიცირების ძირითადი სამართლებრივი ბაზა;

- განსაზღვრავს საბოლოო ბენეფიციარი მფლობელის ცნებას;

- აწესებს ვალდებულებებს საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის იდენტიფიკაციისა და გადამოწმების შესახებ.

 

2.2 ბენეფიციარი მესაკუთრეობის მონაცემების წარმოების დაწყება (2015):

 

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის ფარგლებში შემოღებულია საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეთა პირველი რეესტრი;

- რეესტრს აქვს მოქმედების შეზღუდული ფარგლები და არ არის საჯარო.

 

2.3 აქტი No315/2016 საჯარო სექტორის პარტნიორთა რეესტრის შესახებ:

 

- ძალაშია 2017 წლის 1 თებერვლიდან;

- შემოიღო საჯარო სექტორის პარტნიორთა საჯარო რეესტრი (RPVS);

- აწესებს RPVS-ში დარეგისტრირების ვალდებულებას იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც გარკვეულ ფინანსურ ზღვარზე მაღლა აწარმოებენ ბიზნესს სახელმწიფოსთან.

 

2.4 ცვლილება კანონში No297/2008 დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ:

 

- ძალაშია 2018 წლის 1 ნოემბრიდან;

- ევროკავშირის AML-ის მე-4 დირექტივის შესაბამისად დანერგილი მოთხოვნები;

- გაფართოებული ვალდებულებები საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიცირების შესახებ ყველა იურიდიული პირის მიმართ; 

- შეიტანა ცვლილებები კომერციულ რეესტრში კომპანიის რეგისტრაციასთან მიმართებით:

          - კომპანიებმა უკვე უნდა გაამჟღავნონ თავიანთი ბენეფიციარი მფლობელი კომერციულ რეესტრში;

          - საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეთა იდენტიფიცირების ვალდებულება ვრცელდება თითქმის ყველა იურიდიულ პირზე (გამონაკლისებს წარმოადგენენ საჯარო სექტორის სუბიექტები და საჯარო სექტორის პარტნიორთა რეესტრში რეგისტრირებული ფირმები).

 

- ახალი მოთხოვნები კომპანიებისთვის:

       - მონაცემები საბოლოო ბენეფიციარი მფლობელის შესახებ უნდა შედიოდეს მათ შიდა დოკუმენტაციაში;

       - ეს მონაცემები უნდა რეგულარად განახლდეს;

       - ინფორმაცია ხუთი წლის განმავლობაში უნდა დაარქივდეს.

 

- კანონმდლებობის მიზანია, რომ არ დაუშვას ბენეფიციარი მფლობელების ვინაობის დამალვა კომპანიების რთული სტრუქტურებით;

- anti-letterbox კომპანიის კანონისგან განსხვავებით, ეს ცვლილება არ აკონკრეტებს ზუსტ პროცედურას, თუ როგორ უნდა დაადგინოს და დაამტკიცოს კომპანიამ, ვინ არის ბენეფიციარი მფლობელი. დაკონკრეტებულია თუ რა მონაცემები ექვემდებარება შენახვას.

 

2.5 ცვლილება საჯარო სექტორის პარტნიორთა რეესტრის შესახებ აქტში (ძალაში შევიდა 2019 წლის 1 სექტემბრიდან):

 

- მიზანს წარმოადგენდა აპლიკაციის პრაქტიკაში პრობლემების გამომწვევი ხარვეზების აღმოფხვრა და ადმინისტრაციული ტვირთის შემცირება, საჯარო სექტორის პარტნიორთა რეესტრის ფუნქციონირების გაუმჯობესება და 2017 წელს მისი შემოღებიდან პრაქტიკაში გაჩენილი ბუნდოვანების აღმოფხვრა.

 

- ძირითადი ცვლილებები:

 - „საჯარო საწარმოს“ ახალი განმარტება შევიწროვდა და ამიერიდან ვრცელდება იურიდიულ პირებზე სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის, უმაღლესი ტერიტორიული ერთეულის ან კანონიერად შექმნილი იურიდიული პირის 100%-იანი პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;

 

 - „საჯარო სექტორის პარტნიორის“ განმარტების დაზუსტება - საჯარო საწარმოებთან ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობის მქონე სუბიექტების განმარტებიდან ამოღება;

 

 - ცვლილება მაღალი რგოლის მენეჯმენტის, როგორც საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების რეგისტრაციაში - აქტუალურია ნორმატიული ორგანოსა და ნორმატიული ორგანოს წევრების შემთხვევაში;

 

 - ხელშეკრულებების შეფასების ინტერპრეტაციული წესების დანერგვა - ხელშეკრულების შესრულების ღირებულების გაანგარიშების დაზუსტება;

 

 - საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეთა იდენტიფიკაციის ნებაყოფლობითი შემოწმების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ;

 

 - კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გადამოწმების ვადის შემოღება;

 

 - საჯარო სექტორის პარტნიორისთვის სამსახურებრივი მოვალეობიდან მოხსნის შემდგომ დისკვალიფიკაციის ორწლიანი ვადის შემოღება;

 

 - სამართლებრივი უსაფრთხოების გაძლიერება შეთანხმებული მოქმედების ან ერთობლივი პროცედურის განსაზღვრასთან დაკავშირებით;

 

 - სანქციების დაწესებისას ფორმალური ხასიათის გადაწყვეტილების მიღებისგან დასაცავად „მატერიალური კორექტირების“ დანერგვა;

 

 - დასაბუთებულ შემთხვევებში საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ნაცვლად საჯარო სექტორის პარტნიორის რეგისტრირებული ოფისის მითითების შესაძლებლობა;

 

 - საკანონმდებლო ორგანოზე ჯარიმების დაკისრების მექანიზმის შერბილება და ნორმატიული ორგანოს წევრთა ერთიანი და სოლიდარული პასუხისმგებლობის დაწესება.

 

2.6 ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი შედეგები (2022-2024 წწ.)

 

- 2022 წლის ნოემბერში ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება AML-ის დირექტივის დებულების ბათილობის შესახებ, რომელიც ავალდებულებდა წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყონ საბოლოო ბენეფიციარ მფლობელებზე არსებული მონაცემების საჯაროდ ხელმისაწვდომობა, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებებიდან გამომდინარე. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას მესაკუთრეობის სტრუქტურის გამჭვირვალობისადმი მიდგომაში და ექნება ფუნდამენტური გავლენა RPVS-ის ფუნქციონირებაზე მომდევნო წლებში.

 

- გადაწყვეტილების შედეგები: 

       - ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ბენეფიციარი მესაკუთრეობის რეესტრებზე წვდომის დაუყოვნებელი შეზღუდვა;

       - წევრი ქვეყნების მრავალფეროვანი მიდგომები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებასათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;

       - საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) ანალიზის მიხედვით (2023 წლის ნოემბერი):

       - ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 13-ში ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოებას სრულად შეზღუდული აქვთ წვდომა, ან უნდა დაამტკიცონ, რომ აქვთ „ლეგიტიმური ინტერესი“;

       - 14 ქვეყანას აქვს საჯარო რეესტრები, მაგრამ სხვადასხვა შეზღუდვებით (მაგ. უნგრეთი).

 

- მოსალოდნელი ცვლილებები სლოვაკეთში: 

       - საჭიროა RPVS-ში მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა მხოლოდ ავტორიზებული პირებისთვის;

       - ლეგიტიმური ინტერესის დემონსტრირების სისტემის შესაძლო დანერგვა;

       - ინდივიდუალური მოთხოვნების პოტენციური ზრდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით.

 

- სლოვაკეთის კანონმდებლების წინაშე გამოწვევები: 

       - უზრუნველყონ RPVS-ის შესაბამისობა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან; 

       - დააბალანსონ გამჭვირვალობის საჭიროება კონფიდენციალურობის დაცვასთან; 

       - მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები ახალი ვითარების ასახვის მიზნით.

 

- სამომავლო განვითარებები ევროკავშირის დონეზე: 

       - მიმდინარე მოლაპარაკებები AML-ის მე-6 დირექტივის შესახებ;

       - ევროპარლამენტის წინადადება ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის წინასწარ დაშვების შესახებ;

       - ევროკავშირის მასშტაბით ჰარმონიზებული მიდგომის საჭიროება თვითნებური რეგულაციის თავიდან ასაცილებლად.



3. პრაქტიკული იმპლემენტაცია და მისი განვითარება

 

3.1 საჯარო სექტორის პარტნიორების რეესტრი (RPVS)

- განკარგავს სლოვაკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო; 

- საჯაროდ ხელმისაწვდომი https://rpvs.gov.sk/rpvs

- შეიცავს მონაცემებს სახელმწიფოსთან საქმის მქონე სუბიექტების ბენეფიციარი მფლობელების შესახებ;

- მონაცემები მოწმდება უფლებამოსილი პირების მიერ (იურისტები, ნოტარიუსები, ბანკები, აუდიტორები).

 

3.2 იურიდიული პირების რეესტრი (RPO) 

- განკარგავს სლოვაკეთის რესპუბლიკის სტატისტის სამსახური;

- შეიცავს მონაცემებს ყველა იურიდიული პირის ბენეფიციარი მფლობელის შესახებ; 

- არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, მაგრამ აწვდის მონაცემებს უფლებამოსილ პირებს.

 

3.3 ახალი ვალდებულებები 2021 წლიდან

- საბოლოო მშობელი კომპანიის ნორმატიული ორგანოს წევრის იდენტიფიცირების ვალდებულება, თუ ბენეფიციარი მფლობელის დადგენა შეუძლებელია. 

- 6 თვიანი ვადა (2021 წლის 1 დეკემბრამდე) რეგისტრირებული მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის.

 

3.4 სანქციები და შეუსრულებლობის შედეგები

- ფინანსური სანქციები 500000 CZK-მდე;

- მოგების დივიდენდის გადახდის აკრძალვა;

- საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლების აკრძალვა.

 

3.5 ევროკომისიის კრიტიკა (2023) 

- 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა სლოვაკეთს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დირექტივის განხორციელებაში აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით. 

- ძირითადი კრიტიკა ეხებოდა ბენეფიციარი მესაკუთრეობის რეესტრს და ფინანსური დაზვერვის განყოფილების საქმიანობას.

- სლოვაკეთს ორი თვე აქვს პასუხის გასაცემად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას კომისიის შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები ემუქრება.



4. საქმეების შესწავლა

 

4.1 Váhostav-ის საქმე (2017)

 

- კომპანია Váhostav-ს ჯარიმა დაეკისრა სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ 2017 წელს ბენეფიციარი მესაკუთრეთა რეესტრში შეტანილი არასწორი მონაცემების გამო.

- თავდაპირველად კომპანია ბენეფიციარი მფლობელების ვინაობას არ ასახელებდა, არამედ მხოლოდ მშობელი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებს ასახელებდა.

- ჯარიმის დაწესების შემდეგ, კომპანიამ აღიარა, რომ ბენეფიციარი მფლობელი მეწარმე Juraj Široký იყო.

- საქმე ასახავს მესაკუთრეობის სტრუქტურის გამჭვირვალობის პრობლემებს და რთული კორპორაციული სტრუქტურების მიღმა ბენეფიციარი მფლობელების დამალვის მცდელობებს.

 

4.2 ვერონიკა ბერნადიჩოვას (Veronika Bernadičová) და იურაჟ შიროკის (Juraj Široký) საქმე (2020) 

 

- 2020 წელს პირდაპირი კავშირი გამოვლინდა ვერონიკა ბერნადიჩოვას, სმერის დეპუტატის იუბიცა როშკოვას ყოფილ თანაშემწესა და ოლიგარქ იურაჟ შიროკის შორის, რომელსაც აქვს კავშირები სმერის პარტიასთან. 

- ბერნადიჩოვა გახდა Vajat Estate-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით არის იურაჟ შიროკი.

 

საქმის ძირითადი ფაქტები:

 

- Vajat Estate არის 2019 წელს დაარსებული ე.წ. ერთი ევროს სააქციო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია უძრავი ქონების გაქირავებასა და ექსპლუატაციაზე;

- ბერნადიჩოვა ადრე ირიბად იყო დაკავშირებული შიროკისთან. 2015 წელს გაირკვა, რომ 24 წლის დეპუტატის თანაშემწე 210 ევროს ანაზღაურებით ბონაპარტის კომპლექსში მდიდრულ ბინაში ცხოვრობდა. ეს ბინა ეკუთვნოდა კვიპროსულ კომპანია Enidez Holding-ს, რომელიც დაკავშირებული იყო Váhostav-ის რესტრუქტურიზაციაში ჩართულ კომპანიებთან (შიროკის საკუთრებაში მყოფი კომპანია). 

- შიროკიმ მანამდე უარი თქვა ბერნადიჩოვასთან შესაძლო კავშირებზე კომენტარის გაკეთებაზე და განიხილავდა მედიის გაშუქების წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებას. 

- ხუბიცა როშკოვამ, სმერის ყოფილმა დეპუტატმა, რომლის ასისტენტადაც მუშაობდა ბერნადიჩოვა, უარყო რაიმე კავშირი შიროკისთან და ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა ბერნადიჩოვას პირადი ცხოვრების შესახებ.

 

ეს საქმე ასახავს ჭეშმარიტი მესაკუთრეობის სტრუქტურების და კავშირების გამოვლენის სირთულეს პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებსა და ბიზნესმენებს შორის. იგი ასევე მიუთითებს პოლიტიკოსებთან დაახლოებული პირების უფრო საფუძვლიანი შემოწმების და ბენეფიციარი მესაკუთრეობის მონაცემების უფრო გამჭვირვალე სისტემის აუცილებლობაზე.

 

4.3 პავოლ გაშპარის (Pavol Gašpar) საქმე (2024)

 

- პავოლ გაშპარმა, პოლიციის ყოფილი პრეზიდენტის, სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურის (SIS) დე ფაქტო უფროსის ვაჟმა, მამის დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე დაშორა თვალსაჩინო ბიზნესს ჩეხეთის რესპუბლიკაში. 

- მიუხედავად ამისა, ბენეფიციარი მესაკუთრეობის მონაცემები მიუთითებდნენ, რომ ის კვლავ აკონტროლებდა კომპანია Colbey-ს. 

- საქმე მიუთითებს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე და მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფი პირების საფუძვლიანი შემოწმების აუცილებლობაზე. 

- შემთხვევა ასევე საერთაშორისო მედია თანამშრომლობის მაგალითია. იგივე გაზეთის ჩეხურმა რედაქციამ გამოიყენა ბენეფიციარი მესაკუთრეობის რეესტრი და მასში აღმოაჩინა პავოლ გაშპარი, რითაც გამოავლინა  ამ მაღალი თანამდებობის პირის აუხსნელი ქონება.

 

4.4 რუსეთში „ნაცრისფერი ექსპორტის“ ზრდა

- უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ მესამე ქვეყნებში ექსპორტის დრამატული ზრდა: 

 

- თურქეთი: ყოველწლიურად 11 მილიარდი CZK-დან 20 მილიარდ CZK-მდე გაიზარდა. 

- ყაზახეთი: ორჯერ მეტი ზრდა. 

- ყირგიზეთი: ათჯერ გაიზარდა. 

 

- მიუთითებს სანქციების პოტენციურ გვერდის ავლის ფაქტებზე და საერთაშიროსო ტრანზაქციების უკეთესი მონიტორინგის საჭიროებაზე.

 

5. BO გამჭვირვალობის სტანდარტების დანერგვის შედეგები 

 

5.1 დადებითი ზემოქმედება 

 

- მესაკუთრეობის სტრუქტურების გამჭვირვალობის გაზრდა;

- ინფორმაციის უკეთესი წვდომა მედიისთვის, არაკომერციული სექტორისთვის და საზოგადოებისთვის (RPVS-ის შემთხვევაში);

- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტების გაძლიერება;

- საერთაშორისო სანქციების განხორციელების გაუმჯობესებული შესაძლებლობები.

 

5.2 არსებული და ახალი გამოწვევები 

- მონაცემებზე შეზღუდული საჯარო კონტროლი RPO-ში;

- ბენეფიციარი მესაკუთრეების განსაზღვრის სირთულე კომპლექსურ მესაკუთრეობის სტრუქტურებში;

- ბენეფიციარი მესაკუთრეობის მონაცემებთან დაკავშირებული ვალდებულებების აღსრულების გაუმჯობესება;

- ბენეფიციარი მესაკუთრეობის მონაცემებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ მუდმივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა.



6. ძირითადი რეკომენდაციები

 

- სასწრაფოდ აღმოიფხვრას ევროკომისიის მიერ მითითებული ხარვეზები, განსაკუთრებით ბენეფიციარი მესაკუთრეობის რეესტრთან და ფინანსური დაზვერვის განყოფილების ფუნქციონირებასთან მიმართებაში;

- დაწესდეს უფრო მკაცრი კონტროლი და სანქციები ბენეფიციარი მესაკუთრეობის დამალვის შემთხვევებზე, განსაკუთრებით მაღალი სახელმწიფო ფუნქციების მქონე პირებისთვის ან სახელმწიფოსთან საქმის მქონე კომპანიებისთვის;

- გააუმჯობესდეს კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბენეფიციარი მესაკუთრეობის მონაცემების მონიტორინგსა და აღსრულებაზე;

- ბენეფიციარი მესაკუთრეობის რეესტრებში არსებული მონაცემების გადამოწმების მექანიზმების გაძლიერება, მათ შორის რეგულარული შემოწმებისა და სხვა მონაცემთა ბაზებთან ჯვარედინი მონაცემების დანერგვის ჩათვლით;

- გაუმჯობესდეს საერთაშორისო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ბენეფიციარი მფლობელების შესახებ, განსაკუთრებით ევროკავშირის ფარგლებში და ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან;

- გაფართოვდეს მონაცემების დიაპაზონი, მაგალითად, ინფორმაცია მედიის მფლობელობისა და ლიცენზირებული სუბიექტების შესახებ; 

- გაუმჯობესდეს ურთიერთკავშირი და მონაცემთა შედარება სხვადასხვა რეესტრებსშორის (RPVS, RPO, კომერციული რეესტრი). 

- გაძლიერდეს განათლება და მხარდაჭერა კომპანიების მიერ ბენეფიციარი მესაკუთრეების სწორად იდენტიფიცირებასა და აღრიცხვაში. 

- ბენეფიციარი მესაკუთრეობიც მონაცემების რეგისტრაციისას პირადობის სავალდებულო დადასტურების შემოღება. 

- რეგულარულად შეფასდეს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ეფექტურობა ბენეფიციარი მესაკუთრეობის აღრიცხვის სფეროში და იყოს მოქნილი მიდგომა ახლად გამოვლენილ ხარვეზებსა და გამოწვევებთან მიმართებაში.



7. დასკვნა 

 

სლოვაკეთში ბენეფიციარი მესაკუთრეობის მონაცემებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები 2015 წლიდან აჩვენებს მნიშვნელოვან თავდაპირველ პროგრესს, რომელსაც მოყვა ამ მექანიზმების თანდათანობითი ეროზია. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს საჯარო სექტორის პარტნიორთა რეესტრის (RPVS) შემოღება იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გამჭვირვალობის კუთხით, არსებული ვითარება ავლენს კრიტიკულ ხარვეზებს, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ ყურადღებას.

ევროკომისიის ბოლო კრიტიკა მიუთითებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დირექტივის განხორციელების მიმართებით არსებულ ხარვეზებზე. მონაცემების ხარისხისა და სისრულის ხარვეზები, განსაკუთრებით იმ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებსაც პოტენციური კავშირები აქვთ უცხოურ სუბიექტებთან, ძირს უთხრის მთელი სისტემის ეფექტურობას. ისეთი შემთხვევების შესწავლა, როგორიცაა ვაჰოსტავის, ვერონიკა ბერნადიჩოვას ან პავოლ გაშპარის საქმეები, გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მესაკუთრეობის სტრუქტურის გამჭვირვალობის მოთხოვნების გვერდის ავლის გზები.

 

ევროპული სასამართლოს 2022 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას. აუცილებელია ახალი მიდგომები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან შესაბამისობაში.

 

სლოვაკეთი ბენეფიციარი საკუთრების გამჭვირვალობის სფეროში გზაჯვარედინზეა. გადაუდებელი აუცილებლობაა გათვალისწინებული იყოს ევროკომისიის კრიტიკა და აღდგეს ბენეფიციარი მესაკუთრეობის მონაცემების ფუნქციური სისტემა. შემოთავაზებული რეკომენდაციების განხორციელება ხელს შეუწყობს გამჭვირვალობისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერი პოზიციის აღდგენას.

 

აუცილებელია პოლიტიკური ნების უზრუნველყოფა საჭირო რეფორმების განსახორციელებლად და მათი იმპლემენტაციისათვის საკმარისი რესურსების გამოყოფისთვის. ბენეფიციარი მესაკუთრეობის გამჭვირვალობა რჩება გადამწყვეტ ელემენტად კორუფციისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. სლოვაკეთს აქვს შესაძლებლობა გამოასწოროს არსებული ვითარება, მაგრამ ამისათვის საჭიროა დაუყოვნებლიივ და გადამწყვეტი ქმედებები ყველა შესაბამისი აქტორის მხრიდან - სახელმწიფო ინსტიტუტებიდან დაწყებული, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოებამდე.

 

ევროკავშირის დონეზე განვითარებული მოვლენების კონტექსტში, მათ შორის AML-ის მე-6 დირექტივაზე მიმდინარე მოლაპარაკებებისა და ევროპარლამენტის წინადადების შესახებ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის წინასწარ დადგენის ჩათვლით, სლოვაკეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ჰარმონიზებული მიდგომის ჩამოყალიბებაში აქტიურ მონაწილეობას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი რეგულაციებში თვითნებური მიდგომების თავიდან აცილება და საერთაშორისო დონეზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის უზრუნველყოფა.

 

                     

ანალიზი მომზადდა პროექტის - „ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა" - ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით. ის ასევე დაფინანსებულია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების განვითარება. 

ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია KohoVolit.eu და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024