ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა

მიმდინარე პროექტები 28 აპრილი 2023

  

პროექტის სახელწოდება: ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა

დონორი ორგანიზაცია: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროექტის ნომერი: 22310350

ბიუჯეტი: EUR 34,990

ხანგრძლივობა:  1 ივნისი, 2023 – 1 ივნისი, 2024

პარტნიორი ორგანიზაციები:  KohoVolit.eu (ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი), Citizens Network Watchdog Poland (პოლონეთი)

 

აღწერა

 

კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი დონის და საერთაშორისო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკითხის მნიშვნელობა. საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღია ბენეფიციარ მესაკუთრეთა სტანდარტები, რის გამოც სადამკვირვებლო ჯგუფებისთვის რთულია ეფექტურად დაამონიტორინგონ საეჭვო კომპანიების საქმიანობა. მათ ამისთვის სხვადასხვა უწყებისგან უნდა მოითხოვონ ინფორმაცია და სხვადასხვა პლატფორმებიდან შეაგროვონ მონაცემები. გარდა ამისა, აქვთ შესაბამისი მონაცემების შეგროვების გამოცდილების ნაკლებობა. რაც შეეხება ვიშეგრადის ქვეყნებს, როგორც წინა რეგიონულმა ანალიზმა აჩვენა, მართალია მათ მიღებული აქვთ ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული სტანდარტები, საერთაშორისო სტანდარტები სრულყოფილად მაინც არ არის დანერგილი. გარდა ამისა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონაცემების საჯარო ხელმისაწვდომობა. თუმცა, სასამართლომ დაადასტურა ამ მონაცემებზე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისთვის ადვოკატირების საქმიანობის გაგრძელებისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებული მიდგომების გამოყენებას. 

 

ამავდროულად, ხელისულების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, მნიშვნელოვანია კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ მეტი მონაცემის ხელმისაწვდომობა, ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება და ბენეფიციარი მესაკუთრეების სტანდარტების ადვოკატირება, რისთვისაც მნიშვნელოვანია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებისა და ნასწავლი გაკვეთილების გათვალისწინება.

 

 

პროექტის მიზნები

 

IDFI, ვიშეგრადის ქვეყნებიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მიზნად ისახავს, ა) ადგილობრივი და რეგიონული ღონისძიებებით, გააგრძელოს ბენეფიციარი მესაკუთრეების სტანდარტების ადვოკატირება; ბ) გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, კვლევის, შესაძლებლობების გაძლიერების, ხელისუფლების მონიტორინგისა და საჯარო მონაცემის უკეთესი ხელმისაწვდომობით; გ) შეაგროვოს საქართველოში ყველაზე გავლენიანი/დიდი კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემები და გამოაქვეყნოს ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზა.

  

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები

 

- სამუშაო შეხვედრა ბენეფიციარ მესაკუთრეთა საკითხზე

 

- ხელისუფლების მონიტორინგის საკითხებზე ტრენინგი ჟურნალისტებისთვის/აქტივისტებისთვის/სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის

 

- საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის საკითხზე ანალიტიკური ნაშრომების მომზადება

 

- რეგიონული/საერთაშორისო ჰიბრიდული კონფერენცია ბენეფიციარი მესაკთრეების გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების საკთხებზე

 

- ახალი მონაცემთა ბაზების მომზადება, ბენეფიციარი მესაკუთრეების მეფინგი და DataLab.ge-ის განახლება ახალი მონაცემებით

 

- ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი და ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების მომზადება

 

 

ხელშეკრულება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024